როცა ტექნოლოგიური ცოდნა და მომხმარებელზე ზრუნვა ერთმანეთს ხვდება - ნათია ჟიჟილაშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

როცა ტექნოლოგიური ცოდნა და მომხმარებელზე ზრუნვა ერთმანეთს ხვდება - ნათია ჟიჟილაშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

საქართველოს ბანკი აქტიურად უწყობს ხელს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას და ქმნის გარემოს, რომელშიც ცოდნისა და ახალი უნარების შეძენა უწყვეტი პროცესია. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი ნათია ჟიჟილაშვილის ისტორიაა, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდს 2016 წელს შემოუერთა. სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შემდეგ, დღეს ნათია Expert IT სერვისის გამოცდილების მენეჯერის პოზიციას იკავებს.

პროფესიული გზა IT სფეროში

IT სფეროში ჩემი პროფესიული გზა ტექნოლოგიებისადმი დიდი ინტერესით დაიწყო. დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ სერვისის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ტექნოლოგია. სწორედ ამიტომ, ჩემი კარიერა ბუნებრივად განვითარდა სერვისის გამოცდილების მიმართულებით – იქ, სადაც ტექნოლოგიური ცოდნა და მომხმარებელზე ზრუნვა ერთმანეთს ხვდება.

საქართველოს ბანკში 2016 წლიდან ვმუშაობ და ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, საკუთარი თავი რამდენიმე განსხვავებულ როლში გამომეცადა. თითოეული პოზიცია ახალ ცოდნასა და შესაძლებლობას მაძლევდა, რამაც საბოლოოდ ჩემი საქმიანობა IT სერვისის გამოცდილების მიმართულებით წარმართა. ჩემი მთავარი მოტივაცია მუდმივი განვითარება იყო და მსურდა ისეთი გარემოს ნაწილი გავმხდარიყავი, რომელშიც ინოვაცია და ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ არის IT სერვისის გამოცდილება მნიშვნელოვანი ბანკისთვის 

სერვისის გამოცდილება IT-ში ნიშნავს არა მხოლოდ ტექნიკური პროცესების გამართულობას, არამედ მომხმარებლისთვის შეუფერხებელი, სტაბილური და კომფორტული ციფრული გამოცდილების უზრუნველყოფას. ბანკისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი ტექნიკური პრობლემა პირდაპირ აისახება მომხმარებელზე. ჩვენი მიზანი კი ასეთი სიტუაციების მინიმუმამდე დაყვანა და სერვისის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა.

ჩემი გუნდი პასუხისმგებელია გლობალური IT პრობლემების მართვაზე, რაც მოიცავს ხარვეზების ანალიზს, კოორდინაციასა და ძირეული მიზეზების აღრიცხვას.

IT-ში შემოსული ქეისების რეპორტინგზე დაყრდნობით, ვმუშაობთ სერვისებისა და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაზე: ვაანალიზებთ საკითხებს და შემდეგ ვცდილობთ, მოვიძიოთ მათი გაუმჯობესების გზები. ოპერაციების/სერვისების მონიტორინგისთვის ვიყენებთ სამონიტორინგო ხელსაწყოს, რომლის მეშვეობითაც რეალურ დროში ვხედავთ პროცესების მიმდინარეობას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, დროულად მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურისა და დეველოპმენტ გუნდებთან, რათა პრობლემების გადაჭრა იყოს სწრაფი და ეფექტური. ამ ყველაფრით ვქმნით სტაბილურ, გამართულ და პროგნოზირებად IT გარემოს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მომხმარებლის ნდობისა და კმაყოფილების ზრდას.

ძლიერი გუნდის როლი წარმატებაში

ვფიქრობ, ჩემი მთავარი პროფესიული უნარები პრობლემებისადმი ანალიტიკური მიდგომა და დეტალებზე ორიენტირებულობაა. ტექნიკურ სამყაროში, სადაც თითოეული დეტალი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, სწორედ სტრუქტურირებული ხედვა მაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად დავინახო პრობლემის მიზეზი და სწორი გადაწყვეტილება მივიღო. ძლიერი გუნდი იქმნება მაშინ, როცა ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, იდეებს თავისუფლად აზიარებენ და პასუხისმგებლობასაც თანაბრად ინაწილებენ. ასეთ გარემოში უფრო მარტივია რთული ამოცანების გადაჭრა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნა, რადგან ყველას ესმის, რომ საერთო წარმატება თითოეულის ძალისხმევით იქმნება.

საქართველოს ბანკი – ადგილი, სადაც მუდამ ვითარდები

საქართველოს ბანკის ორგანიზაციული კულტურა ერთგვარი პლატფორმაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მუდმივი განვითარება სურთ და სიახლეების ძიებაზე არიან ორიენტირებულები. ორგანიზაცია ქმნის გარემოს, სადაც შეგიძლია ისწავლო, გაიზიარო ცოდნა და შედეგზე რეალური გავლენა გქონდეს — ეს კი პროფესიული ზრდისთვის ყველაზე ძლიერი სტიმულია. ასეთი გარემო მეხმარება მუდმივად განვვითარდე პროფესიულად და მუდმივი წინსვლისთვის მოტივაციაც შევინარჩუნო.

უფრო კონკრეტულად, მოტივაციას მაძლევს რეალური შედეგების დანახვა — როცა IT პროცესების გაუმჯობესება პირდაპირ აისახება როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების გამოცდილებაზე. ასევე, დიდი სტიმულია ძლიერი გუნდის ნაწილად ყოფნა – როცა იცი, რომ შენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ისეთივე ერთგულები არიან საქმისადმი, როგორც შენ. სწორედ ეს ერთობლივი მიზანი და პასუხისმგებლობა მაძლევს მოტივაციას, არასდროს გავჩერდე და მუდმივად ვეძებო განვითარების ახალი შესაძლებლობები.

S