საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში

საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 23.218 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტმა 6.618 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 10.1%-იან ზრდას გულისხმობს. იმპორტმა კი 16.600 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წლიურ ჭრილში 9.3%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, იანვარ-ნოემბერში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.981 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0%-ია.

2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.399 მლრდ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (849.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (672.5 მლნ. აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის: აშშ (2.496 მლრდ. აშშ დოლარი), თურქეთი (2.491 მლრდ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1.803 მლრდ. აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

მთლიანობაში, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან: თურქეთი (2.798 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (2.590 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2.388 მლრდ. აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი