10 თვეში რძის იმპორტი 45%-ით გაიზარდა – მთავარი მომწოდებლები

10 თვეში რძის იმპორტი 45%-ით გაიზარდა – მთავარი მომწოდებლები

TBC Capital-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 10 თვეში საქართველოში რძის იმპორტი 45%-ით გაიზარდა და 11,600 ტონას მიაღწია. შედარებისთვის, 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 8,000 ტონას გაუტოლდა.

ყველაზე დიდი, 24%-იანი ზრდა, აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა. შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც რძის იმპორტი 18%-ით გაიზარდა, მას კი საფრანგეთი მოჰყვება 16%-იანი ზრდით.

წყარო: საქსტატი

ამავე პერიოდში რძის პროდუქტების იმპორტი 47%-ით გაიზარდა და 133 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ზრდა თითქმის ყველა პროდუქტის შემთხვევაში დაფიქსირდა. შედარებისთვის, 2024 წლის 10 თვეში ზემოხსენებული მაჩვენებელი 90.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარაქის იმპორტი 39%-ით გაიზარდა, ყველისა და ხაჭოს შემთხვევაში ზრდამ 25% შეადგინა. 23%-ით გაიზარდა რძისა და ნაღების (შაქრის დანამატებით) იმპორტი, 12%-ით კი დოს, იოგურტისა და კეფირის იმპორტი.