Solana Development-ი უძრავი ქონების ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსებს ქმნის. კომპანიას 200,000 კვ.მ-ზე უკვე სამი დასრულებული პროექტი აქვს, მისი სრული საინვესტიციო პორტფელი კი $60 მილიონს უტოლდება. მალე Solana Development-ის პროექტებს ყველაზე მასშტაბური და ამბიციური კომპლექსი, Solana Grand Residences-ი შეემატება, რომლის კონცეფციაც თანამედროვე მოთხოვნების პასუხად შეიქმნა.
ავტორი: იზა გვარამაძე
Solana Grand Residences-ი არ არის სტანდარტული მრავალაპარტამენტიანი კომპლექსი. ეს არის მულტიფუნქციური ეკოსისტემა, რომლის მთავარ ღერძს ველნეს-მიმართულება წარმოადგენს. პროექტი აგებულია იდეაზე, რომ მაცხოვრებელს სახლიდან გაუსვლელად შეეძლოს მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს, დაისვენოს ან გაერთოს.

ამ კონცეფციის წარმატებით განხოციელების წინაპირობას ქმნის პროექტისთვის შერჩეული ადგილი, ციხისძირი. უძველესი პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორია, აჭარის მთები და შავი ზღვის სანაპიროს პირველი ზოლი უნიკალურ მიკროკლიმატს აყალიბებს და კომპლექსს გამაჯანსაღებელ ეკოსისტემად აქცევს. ეგზოტიკური ბუნებისა და ისტორიული კონტექსტის კვეთა კი, პროექტს განსაკუთრებულ ესთეტიკურ და კულტურულ ღირებულებას ანიჭებს.
გარდა ამისა, პროექტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებოთ საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. მათ შორისაა მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი, იუნესკოს მიერ დაცული ეკოსისტემა. „ეს უნიკალური ლანდშაფტი, ეგზოტიკური ბუნება და მდიდარი ისტორიული გარემო პროექტს კულტურულ და ესთეტიკურ ღირებულებას ანიჭებს, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც კომფორტული ცხოვრების, ისე მომგებიანი ინვესტიციისთვის“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
კომპლექსის ინფრასტრუქტურა სრულ ჰარმონიაშია აქტიურ და სარელაქსაციო ცხოვრების სტილთან. ეს არის ინტეგრირებული გარემო, სადაც ყოველი დეტალი – დილის იოგის სესიებისთვის განკუთვნილი ტერასებიდან დაწყებული, სიმწვანეში ჩაფლული დასასვენებელი კუთხეებით დამთავრებული – ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
კომპლექსის მულტიფუნქციურობა საშუალებას იძლევა, მაცხოვრებელმა მიიღოს სრულყოფილი გამოცდილება სახლიდან გაუსვლელად: ივარჯიშოს თანამედროვე ფიტნეს-დარბაზებში, განიტვირთოს სპა და ველნეს-ცენტრში, ისიამოვნოს ღია და დახურული საცურაო აუზებით ან უბრალოდ კერძო სანაპიროს ხედებითა და სიმშვიდით. აქტიური დასვენების მოყვარულთათვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის პროექტში გათვალისწინებულია სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ასევე სარბენი და ველობილიკები.

პროექტი თანაბრად ზრუნავს ოჯახის ყველა წევრზე. ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი და გასართობი მოედნები ბავშვებსა და მოზარდებზე ორიენტირებულ გარემოს შექმნის, ხოლო საერთო სამუშაო სივრცე იდეალური იქნება მათთვის, ვინც პროდუქტიულობას სიმშვიდეში ეძებს. Solana Grand Residence-ის ყოველდღიურობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის კომპლექსში განლაგებული კაფე-რესტორნები, პანორამა ბარი, ასევე მარკეტები და აფთიაქი.
Solana Grand Residences-ი პრაქტიკულ საჭიროებებსაც ინოვაციურად უპასუხობს. კომპლექსი აღიჭურვება დახურული და ღია პარკინგით, მათ შორის ელექტრომობილების დამტენი სადგურებით. სტუმრებისა და მაცხოვრებლების გადაადგილებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილების, ველოსიპედებისა და სქროლების გაქირავების სერვისი, რაც გარშემო მდებარე ნაკრძალებისა და პარკების დათვალიერებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

Solana Grand Residence-ი, რომლის დასრულებაც 2027 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, არის პასუხი თანამედროვე ადამიანის მთავარ გამოწვევაზე – იპოვოს ბალანსი პროდუქტიულობასა და დასვენებას შორის. „ეს არის ადგილი, სადაც ინვესტიცია კეთდება არა მხოლოდ უძრავ ქონებაში, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასა და მომავალში“, – აცხადებენ კომპანიაში.
S








