ცნობილმა სპორტულმა გამოცემა ESPN-მა მერაბ დვალიშვილი კაცთა შორის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა. ქალთა შორის საუკეთესო მებრძოლი კი ვალენტინა შევჩენკო გახდა.
როგორც ESPN-ი წერს, UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონისთვის 2025 წელი წარმოუდგენელი იყო. მან კალენდარული წელი იანვარში UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვზე გამარჯვებით დაიწყო. ამის შემდეგ, ივნისში, შონ ო’მალისთან UFC 316-ზე რემატჩი გამართა და მეორე ბრძოლაშიც იმარჯვა.
მერაბმა 2025 წლის მესამე ბრძოლა ოქტომბერში, UFC 320-ზე, კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. დვალიშვილმა ორი თვის შემდეგ, UFC 323-ზე, პიოტრ იანთან იჩხუბა, დამარცხდა და UFC-ის ჩემპიონის ქამარიც დაკარგა. თუმცა ქართველ მებრძოლს ოთხბრძოლიანი წელი დაუფასდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წელიწადში ორჯერ ჩემპიონის ჩხუბის ნახვა იშვიათია. შესაბამისად, ESPN-მა კაცთა შორის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად სწორედ ის დაასახელა.
ESPN-მა საუკეთესო მებრძოლის გამოსავლენად შიდა გამოკითხვა ჩაატარა. ცნობისთვის, ნომინანტებს შორის, მერაბის გარდა, პიოტრ იანი და ისლამ მახაჩევი იყვნენ.










