მარკეტინგის სფეროში კონკურენცია გაიზარდა და კომპანიების მოლოდინებიც შეიცვალა. მხოლოდ კრეატიული აზროვნება საკმარისი აღარ არის. მარკეტინგი მჭიდროდ დაუკავშირდა ბიზნესის მოლოდინებს და პასუხისმგებლობას. კომპანიები ახლა გაცილებით ფრთხილად ირჩევენ პარტნიორებს და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ ვინ შეძლებს არა მხოლოდ იდეის შეთავაზებას, არამედ მის ზუსტ და დროულ განხორციელებას.
ამ ახალ რეალობას შეესაბამება MarketingHub-ი, ბუტიკური მარკეტინგული სააგენტო, რომლის პარტნიორებთან სიაში იპოვით როგორც სამშენებლო კომპანიას, ფარმაცევტულ ბიზნესს და სპორტულ ფედერაციას, ასევე ბრენდებს მოდისა და სილამაზის ინდუსტრიიდან. კომპანიის დამფუძნებლები, ნანკა კიკალია და მაკო ზაქარეიშვილი სწორედ იმ ტრენდს პახუსობენ, რომელსაც დღეს უფრო და უფრო მეტი კომპანია იზიარებს და ეს არის სტრუქტურული აზროვნება, თანმიმდევრულობა და გრძელვადიან ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

მარკეტინგული სააგენტოები მრავალფეროვანია, თუმცა ნდობა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე რთულად მოსაპოვებელ ფაქტორად რჩება. თქვენი დაკვირვებით, რა შეიცვალა ფუნდამენტურად იმაში, თუ როგორ ირჩევენ კომპანიები დღეს მარკეტინგულ პარტნიორებს.
ნანკა კიკალია: ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ მარკეტინგი უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ოპერაციულ პროცესებს. წლების განმავლობაში სააგენტოებს ხშირად ირჩევდნენ ჯილდოების ან ბაზარზე ოპერირების წლების მიხედვით. დღეს კი კომპანიები გაცილებით პრაგმატულები არიან. მათ სჭირდებათ პარტნიორები, რომლებიც რეალურად ესმით მათი ბიზნესმოდელი, ვადები და შიდა შეზღუდვები. ნდობა ყალიბდება შესრულების ხარისხით, თანმიმდევრულობითა და პასუხისმგებლობით. სწორედ ამიტომ ჩვენს პარტნიორებს შორის არიან სხვადასხვა სფეროს ბრენდები, მათ შორის ICR Corporation-ი, Maqro, Connect-ი, Cenomi, Replay, Tiziana Terenzi, Rugby Union-ი, PSP, Mercedes-Benz Fashion Week-ი. აქ გადამწყვეტი ინდუსტრია არ არის. მთავარი არის მიდგომა, მენეჯმენტი და კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების უნარი.
თქვენ მუშაობთ ისეთ ინდუსტრიებთანაც, რომლებიც ტრადიციულად მარკეტინგს განსხვავებულად უდგებიან. რა აძლევს ერთსა და იმავე სააგენტოს შესაძლებლობას, იყოს რელევანტური ასეთი ფართო სპექტრის კლიენტებისთვის.
მაკო ზაქარეიშვილი: სექტორის ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა სტრუქტურული აზროვნება ბევრად გადამწყვეტია. იქნება ეს ფარმაცევტული კომპანია თუ თამბაქოს ბრენდი, ძირითადი კითხვები თითქმის ყოველთვის ერთნაირია. რა არის მიზანი, რა შეზღუდვები არსებობს და როგორია შედეგამდე მისვლის ყველაზე ეფექტური გზა. ჩვენ არ ვთავაზობთ ერთ უნივერსალურ ფორმულას. ჩვენ ვაშენებთ მიდგომებს, რომლებიც კონკრეტულ ამოცანას და გარემოს ერგება.
MarketingHub-ი პოზიციონირებს როგორც ბუტიკური სააგენტო. რატომ მუშაობს ეს მოდელი დღეს.
მაკო ზაქარეიშვილი: ბუტიკური არ ნიშნავს მცირე შესაძლებლობებს. ის ნიშნავს ზუსტ და გააზრებულ სტრუქტურას. ჩვენ ვმუშაობთ ძირითად სტრატეგიულ გუნდთან ერთად და თითოეული პროექტისთვის ვაერთიანებთ ტალანტებს ფრილანსერების ჩვენივე ქსელიდან, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ძლიერი გუნდები შემთხვევით არ იქმნება. ისინი ყალიბდება საერთო ღირებულებებზე, ურთიერთნდობასა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე დაყრდნობით. MarketingHub-ის შიდა გუნდი და ფრილანსერები ჩვენთვის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია და ერთნაირად ვაფასებთ ტალანტს, ჩართულობასა და გუნდურ მუშაობას. ეს მიდგომა კლიენტებს აძლევს გამოცდილ პროფესიონალებზე წვდომას, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილებების მიღებისა და რთული ამოცანების მართვის გამოცდილება.

MarketingHub-ს ორი ქალი დამფუძნებელი ხელმძღვანელობს. აქვს თუ არა მნიშვნელობა გენდერს მაშინ, როცა საუბარია ლიდერის ეფექტურობაზე, მენეჯმენტის ხარისხზე და შედეგებზე.
ნანა კიკალია: დღეს კომპანიები აფასებენ კრეატიულობას ანალიტიკურ აზროვნებასთან ერთად, ციფრულ კომპეტენციას და რთულ სიტუაციებში გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს. განსაკუთრებით არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში, მნიშვნელოვანია ადაპტაციის უნარი, სწრაფი განვითარება და კოლაბორაციული ლიდერობა. ჩვენი პოზიციონირება არ ხდება გენდერით, თუმცა არც ვმალავთ რომ შექმნილია, დაფუძნებულია და იმართება ქალების მიერ.
TheDiary შვილობილი კომპანიაა. როგორ ქმნის ეს პლატფორმა თქვენი კლიენტებისთვის დამატებით ღირებულებას.
მაკო ზაქარეიშვილი: TheDiary ჩვენთვის სტრატეგიული რესურსია, რომელსაც მაშინ ვიყენებთ, როცა ის რეალურად ქმნის ღირებულებას ჩვენი პარტნიორებისთვის. მედიაპლატფორმის მართვამ მოგვცა პირდაპირი წვდომა ინფლუენსერებთან და კონტენ კრეატორებთან. შედეგად, ინფლუენსერ მარკეტინგი ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მიმართულება გახდა. ეს ეფუძნება სანდოობას და შედეგებს, რომლებიც სწრაფად აისახება ციფრებში და შესაბამისად მარტივად გაზომვადია, რის გამოც კომპანიები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ჩვენთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

რა განსაზღვრავს მარკეტინგული სააგენტოების წარმატებას უახლოეს წლებში.
ნანკა კიკალია: კომპანიები საკმაოდ მომთხოვნები არიან როგორც გლობალურად, ისე საქართველოში. მარკეტინგული ბიუჯეტები უფრო მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაჩქარდა და არაეფექტურობის მიმართ ტოლერანტობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ასეთ პირობებში რელევანტურები რჩებიან ის სააგენტოები, რომლებიც სწრაფად ადაპტირდებიან ცვლილებებზე, მუშაობენ ციფრულად და საკუთარ საქმიანობას პირდაპირ აკავშირებენ ბიზნეს მიზნებთან.
რას ნიშნავს თქვენთვის Marketing Hub-ის წარმატება.
მაკო ზაქარეიშვილი: ჩვენთვის წარმატება იწყება ფიქრის ხარისხით. არასტანდარტული აზროვნება გვაძლევს შესაძლებლობას ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე არსებულ ჩარჩოებს სცდება და რეალურ შედეგებად გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ არის ჩვენი სლოგანი „იფიქრე ჩარჩოებს მიღმა“. წარმატება მოდის მაშინ, როცა განსხვავებული აზროვნება გარდაიქმნება სწორ სტრატეგიად, ხოლო სწორ სტრატეგიას მივყავართ გრძელვადიან ღირებულებამდე და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობამდე.
ნანკა კიკალია: ერთ-ერთმა დამკვეთმა ხუმრობით აღნიშნა „თქვენ არ ხართ ნორმალურები“, მას შემდეგ, რაც წინა ღამით მიწოდებული სტრატეგია მეორე დღეს უკვე განხორციელებული იხილა. ვფიქრობ, ამ ფრაზაში კარგად იკითხება ჩვენი მუშაობის სტილი და ის მიდგომა, რომელიც ჩვენი სააგენტოს წარმატებას განსაზღვრავს.









