ღირებულება - მომხმარებლისთვის, სტრატეგია - ბიზნესის გაძლიერებისთვის

ღირებულება - მომხმარებლისთვის, სტრატეგია - ბიზნესის გაძლიერებისთვის
ეკონომიკური გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ბიზნესი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. სწორედ ამ მისიით შეიქმნა „ლიბერთის“ ლოიალობის განვითარების მიმართულება, რომელიც ბანკის მომხმარებლებსა და საქართველოს წამყვანი სექტორების კომპანიებს აკავშირებს. ორი სტრატეგიული პროექტით, ეს პლატფორმა მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნასა და ბიზნესის გაძლიერებას ემსახურება. ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, დაჯი მალაღურაძე, ლოიალობის პროგრამების მნიშვნელობასა და შედეგებზე გვესაუბრა.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

დაჯი, პირველ რიგში, გვიამბეთ პროექტებზე, რომლებსაც „ლიბერთის“ ლოიალობის განვითარების მიმართულება ახორციელებს. რა მისიით შეიქმნა ისინი? 

ამჟამად „ლიბერთის“ ლოიალობის განვითარების მიმართულება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორ პროექტს ახორციელებს, ესენია: სოციალური პროექტი და CashBack-ი. მათი მიზანია „ლიბერთის“ მომხმარებლებში ლოიალობის შექმნა და განვითარება, პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით საზოგადოების ყოველდღიურობის გაუმჯობესება. 

ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სექტორის წამყვან კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. „ლიბერთის“ მომხმარებელთა საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით, ბიზნესებთან ერთად ვქმნით შესაბამის შეთავაზებებს, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 

ვის და როგორ შეუძლია აღნიშნული პროექტებით სარგებლობა? 

ლოიალობის პროექტებით სარგებლობის მთავარი პირობა „ლიბერთის“ ბარათით ჩვენსავე ბანკის პოს-ტერმინალებზე გადახდაა. 

აღსანიშნავია, რომ ლოიალობის მიმართულებაში სოციალური პროექტი სრულად ორიენტირებულია სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღებ 1.2 მილიონზე მეტ ადამიანზე, რომლებიც „ლიბერთის“ სოციალურ ბარათს ფლობენ.

CashBack- ეს არის ინოვაციური ციფრული ეკოსისტემა, რომლით სარგებლობაც ჩვენი ბანკის ბარათის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია. „ლიბერთისა“ და პარტნიორი კომპანიების ერთობლივი შეთავაზება მომხმარებლამდე ციფრული ეკოსისტემის დახმარებით მიგვაქვს. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდით ვმუშაობთ მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემის მუდმივ დახვეწასა და განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის თითოეულ მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების გავრცელების შესაძლებლობებს. 

„ლიბერთი ბანკის“ ციფრული ეკოსისტემის გამართულად ფუნქციონირება პარტნიორი კომპანიებისთვის ძალიან კომფორტულია. მისი დახმარებით მომხმარებლებისთვის შეთავაზების სრულფასოვნად, მომენტალურად მიწოდება შეგვიძლია, რაცორივე მხარისთვის პრიორიტეტულია.

საბოლოოდ, ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობას ჩვენი პარტნიორი კომპანია თავის უკვე არსებულ, ან პოტენციურ კლიენტს – ბანკის ციფრული ეკოსისტემის გავლით – დამატებითი ძალისხმევის გარეშე სთავაზობს.

რა სარგებლის მიღება შეუძლია მომხმარებელსა და პარტნიორ კომპანიას ლოიალობის პროექტებით? 

ლოიალობის განვითარების მიმართულებისთვის მომხმარებელი და პარტნიორი კომპანია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც დასაწყისშიც აღვნიშნე, სოციალური პროექტი და CashBack-ი ბიზნესთან კოლაბორაციას და ბანკის მომხმარებლებისთვის საერთო ღირებულების შექმნას ეფუძნება. 

ჩვენ ბანკის თითოეული მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებს კვლევებსა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაყრდნობით მუდმივად შევისწავლით. ეს კი გვაძლევს საშუალებას, მათზე მორგებული შეთავაზებები შევქმნათ, რომლებიც მომხმარებელში რეალურ კმაყოფილებას გამოიწვევს. 

ლოიალობის პროექტები „ლიბერთის“ პარტნიორი ბიზნესებისთვის სტრატეგიული შესაძლებლობაა, მისწვდნენ ბანკის 1.8 მილიონამდე მომხმარებელს, გაზარდონ კლიენტების ბაზა და ბაზარზე საკუთარ სექტორში ლიდერის პოზიცია და კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ. 

მოდი, უფრო ფართოდ ვისაუბროთ სოციალურ პროექტზე. რა შეთავაზებებს ითვალისწინებს იგი? 

სოციალური პროექტი ჩვენი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელების ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა. „ლიბერთის“ სოციალურ ბარათს 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი ფლობს. აქედან უფროსი თაობის მომხმარებელთა რაოდენობა 800 ათასს აღემატება. სოციალური პროექტი „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს დანაზოგის შექმნაში ეხმარება. ამას კი ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად სტრატეგიული, გრძელვადიანი თანამშრომლობით და შემუშავებული შეთავაზებებით ვაღწევთ, რაც მომხმარებლებისთვის საჭირო პროდუქტებსა თუ მომსახურებებზე შეღავათიანი ფასის უზრუნველყოფას გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიები ქვეყნის ისეთ წამყვან სექტორებში ოპერირებენ, როგორიცაა: სურსათი, ფარმაცია, სამედიცინო სერვისები და ა.შ. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი მომხმარებლების პირველადი საჭიროებები და მრავალფეროვანი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. შეთავაზებებით სარგებლობისთვის ერთადერთი პირობაა ანგარიშსწორების თანხის სოციალური ბარათით „ლიბერთის“ პოს-ტერმინალზე გადახდა. 

ჩვენთვის უფროსი თაობის წარმომადგენლებზე ზრუნვა განსაკუთრებული შესაძლებლობა და უდიდესი პასუხისმგებლობაა. გვიხარია, რომ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში წვლილი შეგვაქვს.

თქვით, რომ ეს პროექტი „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის დანაზოგის შექმნას და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ემსახურება შეგიძლიათ შედეგებზე გვესაუბოთ? 

ჩვენი მომხმარებლების საერთო დანაზოგის მაჩვენებლებით ყოველწლიურად რეკორდულ შედეგებს ვაღწევთ. მათ შორის, სოციალური პროექტის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან – დღემდე, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებმა 37 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს. 

პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის წარმატება უფროსი თაობის ადამიანების კმაყოფილებაში აისახება. ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად მზარდი ტენდენციით ხასიათდება არსებული და ახალი უნიკალური მომხმარებლების მიერ „ლიბერთის“ სოციალური ბარათის გამოყენების პარამეტრები როგორც მოცულობის, ისე სიხშირის ჭრილში, რაც ერთობლივი შეთავაზებების ეფექტიანობას ასახავს. 

მომხმარებლებზე ვისაუბრეთ, პარტნიორი ბიზნესების კმაყოფილების კუთხით როგორი შედეგები გაქვთ? 

ბიზნესებს „ლიბერთის“ ლოიალობის პროექტებში ინტეგრირებით სტრატეგიული მარკეტინგული მიზნების შესრულებაში ვეხმარებით. ეს კომპანიის რეპუტაციასა და მომხმარებლების კმაყოფილების მაჩვენებელს საგრძნობლად ზრდის. 

ბანკის სოციალური პროექტისა და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლობა რომ წარმატებულია, ამაზე შედეგები მეტყველებს: ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს ვაფიქსირებთ პარტნიორ კომპანიებში სოციალური ბარათის მფლობელების დანახარჯების ზრდის, ასევე, ახალი უნიკალური კლიენტების მოზიდვის კუთხით. 

აღსანიშნავია, რომ ბანკის ლოიალობის პროექტების ფარგლებში უკვე 2,000-ზე მეტ კომპანიასთან ვითანამშრომლეთ და ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 

როგორია თქვენი, როგორც ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის, ხედვა პროექტების მომავალთან დაკავშირებით? 

ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტრატეგიის შექმნა, არამედ მისი სწორად მართვა და მასშტაბირება, ტექნიკურად გამართული ინტეგრაციიდან – მომხმარებლის ქცევის და პარტნიორი კომპანიის შედეგების სიღრმისეულ ანალიზამდე.

ამ მიდგომის შედეგები უკვე აშკარაა: სოციალური ბარათის მფლობელი ათასობით მომხმარებელი მათზე მორგებულ შეთავაზებებს ყოველდღიურად იღებს, პარალელურად კი პარტნიორი კომპანიების გაყიდვები და კლიენტთა ბაზა თვალსაჩინოდ იზრდება. ამ წარმატების უკან ამბიციურ მიზნებზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი დგას. 

ჩემი პროფესიული ფოკუსი მუდმივად ორიენტირებულია, რომ ბანკი არ იყოს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ღირებულებების მატარებელი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც საზოგადოებაზე რეალურ პოზიტიურ გავლენას ახდენს და ადამიანების ყოველდღიურობას აუმჯობესებს.

ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ. 

ლოიალობის პროექტები ერთდროულად არის პროფესიული მისია და სისტემური ინოვაცია. ჩვენ ვავითარებთ მოდელს, სადაც ბანკი, ბიზნესი და საზოგადოება საერთო ღირებულებების ქსელში ერთიანდება. ეს არის ქმედითი სოციალური და ეკონომიკური პლატფორმა, რომელიც რეალურ შესაძლებლობებს ქმნის მომხმარებლებისთვის და პარტნიორი კომპანიებისთვის. 

სტრატეგიულად ვუყურებთ პროექტის განვითარებას. უახლოეს პერიოდში პარტნიორი კომპანიების ქსელს გავაფართოებთ და ვეცდებით, ყველა მნიშვნელოვანი სექტორი მაქსიმალურად მოვიცვათ. ეს საშუალებას მოგვცემს, მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებს უკეთ ვუპასუხოთ და როგორც მათთვის, ასევე ბიზნესისთვის რეალური სარგებელი შევქმნათ, რაც ლოიალობის განვითარების სტრატეგიულ მიზნებს შეასრულებს.