PwC-ის კვლევა: CEO-ების შემოსავლების ზრდის მიმართ ნდობა 5-წლიან მინიმუმზეა

PwC-ის კვლევა: CEO-ების შემოსავლების ზრდის მიმართ ნდობა 5-წლიან მინიმუმზეა

PwC-ის გლობალური კვლევის თანახმად, კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების ნდობა შემოსავლების ზრდის პერსპექტივის მიმართ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კვლევის მიხედვით, ათიდან მხოლოდ ყოველი მესამე CEO-ა დარწმუნებული, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი კომპანიის შემოსავალი გაიზრდება.

PwC-მა გამოკითხვა 2025 წლის ბოლოს ჩაატარა და მასში მონაწილეობა 95 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტმა აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღო. კვლევა აჩვენებს, რომ ბიზნესის სფეროს ლიდერებს გლობალური პოლიტიკური გაურკვევლობა, კიბერუსაფრთხოების მზარდი რისკები და ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპი აფიქრებთ.

გამოკითხულთა 20%-მა აღნიშნა, რომ მათი კომპანიები მაღალი რისკის ქვეშ არიან სავაჭრო ტარიფების გამო, ხოლო მესამედმა კიბერუსაფრთხოება მთავარ საფრთხედ დაასახელა. ამასთან, CEO-ების 42% განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, თუ როგორ აისახება ტექნოლოგიური ცვლილებების სისწრაფე მათ ბიზნესზე.

PwC-ის შეფასებით, ყველაზე მწვავე კითხვა, რომელიც დღეს CEO-ებს აწუხებთ, არის – ახერხებენ თუ არა ისინი საკმარისად სწრაფად ტრანსფორმაციას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით.

კვლევა ცხადყოფს მკვეთრ განსხვავებას კომპანიებს შორის, რომლებმაც AI-ის გამოყენებით სარგებელი უკვე მიიღეს და მათ შორის, რომლებიც ჯერ შედეგებზე არ გასულან. CEO-ების 56% ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ამ ეტაპზე ფინანსური სარგებელი არ მოუტანია, თუმცა 33% ხარჯების ან შემოსავლების ზრდაზე მიანიშნებს. დანარჩენები კი ორივე მიმართულებით დადებით ეფექტზე საუბრობენ.

PwC-ის დამატებითი ანალიზის მიხედვით, ყველაზე დიდ სარგებელს ის კომპანიები იღებენ, რომლებიც AI-ს აქტიურად იყენებენ პროდუქტებში, სერვისებსა და მომხმარებელთან ურთიერთობაში, მაშინ როცა ექსპერიმენტულ ეტაპზე მყოფი კომპანიების შედეგები გაცილებით სუსტია.