ფოტო: www.sage.com
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 4.3%-ით გაიზარდა.

ფოტო: www.sage.com
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 4.3%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, იანვარში საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში დეკემბერში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა, 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 17.7%-ით გაიზარდა.
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში 4.ქ%-იანი კლება აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი 0.9%-იანი მატება.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, თვიურ ჭრილში ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5%-იანი შემცირებით იყო განპირობებული, რამაც -4.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში ზრდა, „ გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.8%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.82 და 0.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.“
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 24%-ით არის გაზრდილი.