სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 391.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 2024 წლის IV კვარტალის მონაცემებზე 2.3%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, კლება სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით იყო განპირობებული.
გასული წლის IV კვარტალში საქართველოს სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 81.1
პროცენტს გაუტოლდა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 202.3 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.6%-ს შეადგენს, მეორე ადგილს მალტა იკავებს 76.8 მილიონი აშშ დოლარითა და 19.6%-იანი წილით,
ხოლო მესამეზე აზერბაიჯანია 38.7 მილიონი აშშ დოლარითა და 9.9%-ით.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 289.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი ინვესტიციების 74%-ია. მეორე ადგილს მშენებლობის სექტორი იკავებს 33.1 მილიონი აშშ დოლარითა და 8.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტის სექტორია 23.0 მილიონი აშშ დოლარითა და 5.9%-ით.














