Quick Internship Program – Quick-ი კრეატიულ ინდუსტრიაში ახალ ტალანტებს ეძებს

Quick Internship Program – Quick-ი კრეატიულ ინდუსტრიაში ახალ ტალანტებს ეძებს

მათთვის, ვისაც საკუთარი უნარების იმედი აქვს და უნდა, თავი კრეატიულ ინდუსტრიაში გამოცადოს, Quick-ი ორკვირიან ინტენსიურ უფასო ტრენინგ-კურსს აცხადებს. კურსის დასრულების შემდეგ კი საუკეთესო სტუდენტები შეუერთდებიან Quick-ის გუნდის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც ძირითადად “work shadowing”-ის მოდელზეა დაფუძნებული. სტაჟიორები იმუშავებენ სააგენტოს გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად იმ პროექტების უმრავლესობაზე, რომლებზეც ისინი ყოველდღიურად მუშაობენ.

AI-ს გავლენით ტალანტების ბაზარი შეიცვალა. სტრუქტურირებული ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, და თან ეს ცოდნა მუდამ იცვლება. ამის გამო, ჩვენი კრიტერიუმებიც შეიცვალა – ვცდილობთ, ვიპოვოთ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უყვართ ახალი ცოდნის მიღება და აქვთ უნარი, ჩვენს ტემპს აჰყვნენ. სტრუქტურა, რომელსაც პროგრამა ეფუძნება, იმ ადამიანების აღმოჩენაზეა მორგებული, ვისაც საინტერესო და კრეატიული პროექტების კეთების ყველაზე დიდი მოტივაცია აქვთ.

პირველ ეტაპზე, დაინტერესებული ადამიანები Quick-ის ვებგვერდზე სტაჟირების მიმართულებებს უნდა გაეცნონ და გაგზავნონ CV და 500-სიტყვიანი სამოტივაციო წერილი. ტრენინგზე დამსწრე ადამიანების ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ყველაზე მეტად მოტივირებული მონაწილეები აირჩევიან. 

ამის შემდეგ ორკვირიანი პრაქტიკული ტრენინგები დაიწყება. ჩვენი გუნდის პროფესიონალები მონაწილეებს გადასცემენ ყველა იმ ცოდნასა და ინსპირაციას, რაც სააგენტოში მუშაობის დასაწყებად არის აუცილებელი. ისინი:

  • გაეცნობიან Quick-ის მუშაობის სტილსა და სააგენტოს ღირებულებებს;
  • შეიძენენ საბაზისო ცოდნას სარეკლამო სფეროში;
  • შეასრულებენ მცირე, რეალურ დავალებებს; 
  • მიიღებენ რეგულარულ უკუკავშირს მენტორებისგან, რაც სწრაფ პროფესიულ განვითარებასა და სწავლის პროცესში დაეხმარებათ.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეები საბოლოო პროექტს გააკეთებენ. პროექტისა და ზოგადი მოტივაციის საფუძველზე კი შეირჩევა მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც Quick-ის ანაზღაურებადი სტაჟირების გუნდს შეუერთდებიან და  საკუთარ მენტორებთან ერთად რეალურ პროექტებზე მუშაობას დაიწყებენ.

Quick-ში გვჯერა, რომ მონდომებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის შესაბამისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნის შემთხვევაში, ისინი თავადვე შეძლებენ, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის სტანდარტი აამაღლონ და განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი პროექტები აკეთონ.

თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანი და მიიჩნევ, რომ ეს სფერო ჩვენსავით გიყვარს, მაშინ შემოუერთდი პროექტს.

S