„რეალურ ცვლილებას ადამიანები ქმნიან“ – ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი

„რეალურ ცვლილებას ადამიანები ქმნიან“ – ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი

2025 წელი ლიბერთი ბანკისთვის ძლიერი ფინანსური შედეგებისა და სტრატეგიული ტრანსფორმაციის გაგრძელების წელი იყო. ბანკის მოგება წლიურად 21%-ით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საცალო საბანკო მიმართულებამ შეიტანა. საცალო მიმართულებისთვის წელი წარმატებული იყო როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების მიმართულებით. სესხების პორტფელი წლიდან წლამდე 33%-ით გაიზარდა, ხოლო დეპოზიტების პორტფელმა 1.8 მილიარდ ლარს მიაღწია.

პარალელურად, ბანკმა განავითარა პრემიუმ სეგმენტის მომსახურება და მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა ციფრული განვითარების მიმართულებითაც. 2025 წლის შედეგებსა და 2026 წლის სტრატეგიულ გეგმებზე ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი, ნინო ჩადუნელი საუბრობს.

 

ნინო, როგორ შეაფასებდით 2025 წელს ლიბერთისთვის? ფინანსური დინამიკისა და სტრატეგიული მიზნების შესრულების თვალსაზრისით რა იყო წლის მთავარი მიღწევა?

2025 წელი ლიბერთისთვის იყო ძალიან ძლიერი შედეგების წელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მოგება წლიდან წლამდე 21%-ით გაიზრდა, მათ შორის აღსანიშნავია რითეილ მიმართულება, რომელმაც ამ საერთო შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. რითეილ ბიზნესმა დაგეგმილ და დაბიუჯეტებულ მაჩვენებელთან შედარებით ორმაგი შედეგი დადო წმინდა შემოსავალში, რაც ჩემთვის მკაფიო დასტურია იმისა, რომ სწორი სტრატეგიული აქცენტები ავირჩიეთ და მათი რეალიზებაც ეფექტიანად შევძელით.

მნიშვნელოვნად გაიზარდა სასესხო პორტფელი — 33%-ით. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ორ სტრატეგიულ პროდუქტს: იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებს. იპოთეკური სესხების პორტფელის 69%-ით, სამომხმარებლოს — 31%-ით ზრდა მართლაც უპრეცედენტო შედეგია და ნათლად აჩვენებს როგორც ბაზრის სწორად წაკითხვას, ისე მომხმარებლის საჭიროებაზე სწორად მორგებულ შეთავაზებების ძალას.

საცალო სეგმენტის დეპოზიტების პორტფელმა 2025 წლის ბოლოს 1.8 მილიარდი ლარი შეაგინდა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი სეგმენტის წლიური ზრდის 53% ახლად შექმნილ სტუდიო ლიბერთის მაღალშემოსავლიან სეგმენტზე მოდის.

თუმცა 2025 წლის მთავარ მიღწევად მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს არ დავასახელებდი. ეს იყო წელი, როდესაც ლიბერთიმ სტრატეგიული ტრანსფორმაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დაადასტურა, რომ უნივერსალიზაციის გზაზე წარმატებით მივდივართ. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ბანკი სულ უფრო სრულყოფილად პასუხობს განსხვავებული სეგმენტის საჭიროებებს და ქმნის მათთვის ხარისხიან და თანამედროვე საბანკო მომსახურებას.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია პრემიუმ მომსახურების მიმართულება, რომელიც გასული წლის დასაწყისში დავსტარტეთ და წელი ძლიერი შედეგებით დავხურეთ. ეს იყო ჩვენთვის არა მხოლოდ ახალი პროდუქტის ან სერვისის გაშვება, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული განაცხადი, რომ ლიბერთი მზად არის წარმატებით იმუშაოს უფრო ფართო, დივერსიფიცირებულ სეგმენტებთან და მათ მაღალი სტანდარტის, პერსონიფიცირებული მომსახურება შესთავაზოს.

საერთო ჯამში, 2025 წელს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მივიჩნევ იმას, რომ ძლიერი ფინანსური ზრდა, რითეილის გამორჩეული შედეგები და სტრატეგიული ტრანსფორმაციის წარმატებული შესრულება ერთ მთლიან, თანმიმდევრულ პროგრესად ვაქციეთ. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ლიბერთი არა მხოლოდ კარგ ფინანსურ შედეგებს აჩვენებს, არამედ თანმიმდევრულად ვაშენებთ მომავლის უნივერსალურ ბანკს.

უნივერსალიზაციის სტრატეგია ლიბერთის მთავარი პრიორიტეტია. რა ეტაპზეა დღეს ეს პროცესი? 

უნივერსალიზაციის სტრატეგია ლიბერთისთვის ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი ძალიან კონკრეტულ და შედეგიან ეტაპზეა. ჩვენთვის უნივერსალიზაცია არ არის მხოლოდ სტრატეგიული ჩანაფიქრი — ეს არის პრაქტიკაში გადმოტანილი ტრანსფორმაცია, რომელიც უკვე აისახება როგორც ბიზნესის შედეგებსა და დინამიკაში, ისე მომხმარებლის გამოცდილებაში.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ჩვენი ბანკი წარმატებით ფართოვდება და სულ უფრო სრულყოფილად პასუხობს სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და მომსახურების მოდელის განვითარება, რომ ბანკმა ერთდროულად შეძლოს მასშტაბურობა, მოქნილობა და მაღალი ხარისხის შეთავაზება განსხვავებული მომხმარებლისთვის.

დღეს ეს პროცესი უკვე იმ ეტაპზეა, როცა შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ხედვაზე, არამედ რეალურ შედეგებზე — ფინანსურ მაჩვენებლებში, პროდუქტის განვითარებაში, ახალი სეგმენტების ათვისებასა და მომსახურების ხარისხში. შესაბამისად, უნივერსალიზაცია ლიბერთისთვის არის არა მომავლის გეგმა, არამედ მიმდინარე, აქტიური გარდაქმნა, რომელიც თანმიმდევრულად აძლიერებს ბანკის კონკურენტუნარიანობას და ქმნის საფუძველს გრძელვადიანი ზრდისთვის.

ციფრული ტრანსფორმაცია უკვე არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. როგორ აისახა ტექნოლოგიური განვითარება ბანკის წარმატებაზე? 

დღეს ციფრული ტრანსფორმაცია ნამდვილად აღარ არის არჩევანი. ის არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ბანკმა თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინებს უპასუხოს და კონკურენტულ გარემოში წარმატება შეინარჩუნოს. ამიტომ, ლიბერთიში ჩვენ ამ მიმართულებას მუდმივად და თანმიმდევრულად ვავითარებთ. ჩვენთვის ტექნოლოგიური განვითარება არ ნიშნავს მხოლოდ ახალი ციფრული ფუნქციონალის დამატებას. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც აერთიანებს ჩვენი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, სერვისების გამარტივებას, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდას და უფრო პერსონალიზებული საბანკო შეთავაზებების შექმნას.

ამ მიდგომის შედეგს ძალიან მკაფიოდ ვხედავთ. იზრდება ციფრული არხების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი სულ უფრო მეტად გვანდობს ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებას ციფრულ სივრცეში. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ციფრული ტრანსფორმაციის რეალური წარმატება სწორედ იმაში გამოიხატება, რამდენად ბუნებრივ და კომფორტულ არჩევანად იქცევა ჩვენი ბანკი მომხმარებლისთვის.

2025 წელს ამ პროგრესის საერთაშორისო აღიარებაც მივიღეთ: Global Finance-ის World’s Best Digital Bank Awards 2025-ის ფარგლებში შვიდი ჯილდო მოვიპოვეთ. მათ შორის იყო გამარჯვებები როგორც საქართველოს, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დონეზე — მომხმარებლის ციფრული გამოცდილების, ინტეგრირებული საბანკო პლატფორმისა და სოციალური მედიის სერვისების მიმართულებებით და ა.შ.

ეს აღიარება ჩვენთვის მხოლოდ ჯილდო არ არის, ეს არის დასტური იმისა, რომ ლიბერთის ციფრული განვითარება პასუხობს თანამედროვე საბანკო სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რასაც დღეს მომხმარებელი ყველაზე მეტად აფასებს: სიმარტივე, სისწრაფე, უსაფრთხოება და ხარისხიანი გამოცდილება ყველა არხში. სწორედ ამაში ვხედავ ტექნოლოგიური განვითარების პირდაპირ გავლენას ბანკის წარმატებაზე — როცა ციფრული შესაძლებლობები სწორად ვითარდება, იზრდება როგორც მომხმარებლის კმაყოფილება და ლოიალობა, ისე ბიზნესის მასშტაბი და კონკურენტუნარიანობა.

ლიბერთიმ წარმატებით დანერგა პრემიუმ მომსახურების მოდელი — სტუდიო ლიბერთი. პრემიუმ სერვისებისა და პროდუქტების განვითარებამ რა შედეგი მოიტანა ბაზარზე პოზიციონირების კუთხით?

სტუდიო ლიბერთის წარმატებული დანერგვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როგორც ბიზნესის განვითარების, ისე ბაზარზე პოზიციონირების თვალსაზრისით. პრემიუმ მომსახურების მოდელის შექმნით ლიბერთიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი უნივერსალიზაციის სტრატეგიას თანმიმდევრულად და შედეგიანად ვახორციელებთ.

პრემიუმ სერვისებისა და პროდუქტების განვითარებამ საშუალება მოგვცა, უფრო მკაფიოდ შევსულიყავით იმ სეგმენტში, სადაც მომხმარებლის მოლოდინი მხოლოდ საბანკო პროდუქტებით აღარ განისაზღვრება და გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მომსახურების ხარისხი, პერსონალიზაცია და განსხვავებული გამოცდილება. სწორედ ამ მიმართულებით, სტუდიო ლიბერთიმ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის უფრო მაღალი სტანდარტის, მათ საჭიროებებზე მორგებული და ემოციურადაც ღირებული საბანკო გამოცდილება შეგვეთავაზებინა.

ბაზარზე პოზიციონირების კუთხით, ეს ლიბერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. პრემიუმ მიმართულების განვითარებამ გააძლიერა ბანკის აღქმა, როგორც თანამედროვე, მრავალსეგმენტიან და განსხვავებული აუდიტორიებისთვის რელევანტურ ფინანსურ ინსტიტუტად. ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ უფრო ფართო შესაძლებლობებით და უფრო მრავალფეროვანი ღირებულების შეთავაზებით ვპოზიციონირდებით ბაზარზე.

რა არის ლიბერთის მთავარი კონკურენტული უპირატესობა დღეს?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა დღეს არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ადამიანებზე ორიენტირებული ბანკი — ფართო მასშტაბით, რეალური ხელმისაწვდომობით და ყველა სეგმენტის საჭიროების გააზრებით. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გაშლილი ქსელი ქვეყანაში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ ახლოს მომხმარებელთან საქართველოს თითქმის ყველა წერტილში და ყოველდღიურად ვუპასუხოთ მათ საჭიროებებს.

ამავე დროს, ლიბერთი ემსახურება ყველა ასაკისა და სეგმენტის მომხმარებელს, რაც ჩვენი მოდელის განსაკუთრებული სიძლიერეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკი იყოს თანაბრად რელევანტური ახალგაზრდისთვის, ოჯახისთვის, პენსიონერისთვის, მას რითეილ მომხმარებლისთვის თუ პრემიუმ სეგმენტისთვის. სწორედ ეს მრავალფეროვნება და თითოეული ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული მიდგომა გვაძლევს გამორჩეულ პოზიციას ბაზარზე.

თუმცა ყველაზე მთავარი უპირატესობა მაინც ადამიანურ დამოკიდებულებაშია. ლიბერთისთვის ადამიანი არის ყველაზე ღირებული — არა მხოლოდ როგორც მომხმარებელი, არამედ როგორც ნდობის მატარებელი, ვისთანაც გრძელვადიან ურთიერთობას ვაშენებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტი და სერვისი, არამედ ის გამოცდილება, რომელსაც მომხმარებელი ბანკთან ურთიერთობისას იღებს.

ვფიქრობ, ლიბერთის ძალა სწორედ ამ ერთობლიობაშია — ფართო ხელმისაწვდომობა, მრავალსეგმენტიანობა, ძლიერი მომსახურების მოდელი და ადამიანზე ორიენტირებული ხედვა. ეს არის ის საფუძველი, რომელიც დღეს ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას ქმნის და ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას გვაძლევს.

რა არის დღეს მთავარი გამოწვევა და როგორ პასუხობს მას ლიბერთი? რაზე გაკეთდება 2026 წელს ძირითადი სტრატეგიული აქცენტი?

2026 წელს ჩვენი მთავარი სტრატეგიული აქცენტი იქნება იმ ტრანსფორმაციის კიდევ უფრო გაღრმავება, რომელიც ლიბერთიმ ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებით დაიწყო. ჩვენი მიზანია, ერთდროულად გავაძლიეროთ როგორც უნივერსალური ბანკის პოზიციონირება, ისე ის მიმართულებები, რომლებიც მომხმარებლისთვის ყველაზე მაღალი ღირებულების შექმნას უზრუნველყოფს — იქნება ეს რითეილი, პრემიუმ მომსახურება, ციფრული არხები თუ პროდუქტებისა და პროცესების კიდევ უფრო დახვეწა და განვითარება.

2026 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ხარისხიან ზრდაზე — მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, სერვისის პერსონალიზაციაზე, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებაზე და იმ პროდუქტებზე, რომლებიც ყველაზე ზუსტად პასუხობს სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებს.

საბოლოოდ, 2026 წლის ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ძლიერი ფინანსური შედეგები გადავაქციოთ კიდევ უფრო მდგრად, მასშტაბურ და ადამიანზე ორიენტირებულ ზრდად — ისე, რომ ლიბერთიმ კიდევ უფრო განიმტკიცოს პოზიცია როგორც თანამედროვე, უნივერსალურმა და მომხმარებელზე ნამდვილად ორიენტირებულმა ბანკმა.

როგორია განვითარების გრძელვადიანი ხედვა?

ნებისმიერი კომპანიის წარმატება იწყება ძლიერი გუნდით და სწორედ ადამიანები ქმნიან რეალურ ცვლილებას. ლიბერთის საცალო მიმართულებაშიც ჩვენი მთავარი ძალა პროფესიონალთა გუნდი და მათი ყოველდღიური შრომაა, რომლებიც მომხმარებლისთვის საქმიანობენ.

ჩემი ხედვა ეფუძნება გუნდის გაძლიერებას, პასუხისმგებლობების გაზიარებას და ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან სწორედ ასეთ გარემოში მიიღწევა საუკეთესო შედეგი. წარმატება მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებით არ იზომება, არამედ იმით, თუ რამდენად შევძელით მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ფინანსური გადაწყვეტილებების გამარტივება, გუნდის განვითარება და ბაზარზე სანდოობის გაძლიერება. სწორედ ეს ღირებულებები განსაზღვრავს დღეს ლიბერთის საცალო მიმართულების სტრატეგიას და ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი მომავალი განვითარებისათვის.

S