ლიდერ კრედიტი 2025 წელს აჯამებს

ლიდერ კრედიტი 2025 წელს აჯამებს

ლიდერ კრედიტი გასულ წელს მნიშვნელოვან ცვლილებებსა და განვითარების ეტაპებს აჯამებს. კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას, ისე მომხმარებლისთვის უფრო კონკურენტული ფინანსური პირობების შეთავაზებას.

წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო თანამედროვე SRM სისტემის დანერგვა, რომელიც ხელს უწყობს როგორც გაყიდვების პროცესის უფრო ეფექტიან მართვას და მომხმარებელთან ურთიერთობის უკეთ კოორდინაციას, ასევე კომპანიაში შიდა პროცესების ოპტიმიზაციისა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, დაინერგა Bloomberg-ის ფინანსური პლატფორმა, რომლის გამოყენებაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში მიიღოს საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონაცემები და, შესაბამისად, უფრო კონკურენტული სავალუტო კურსები შესთავაზოს მომხმარებლებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კლიენტებისთვის, რომლებიც ფინანსურ ოპერაციებს უცხოურ ვალუტაში ახორციელებენ. უფრო ზუსტი და მოქნილი კურსები პირდაპირ აისახება მომხმარებლისთვის უკეთეს პირობებსა და მომსახურების ხარისხს ზრდაზე.

კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა ელთ კომპანისთან განხორციელებული მერჯი, რომელმაც Leader Credit-ის ოპერაციული შესაძლებლობები გააფართოვა და ბაზარზე მისი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა. რესურსებისა და გამოცდილების გაერთიანებამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, გაზარდოს მომსახურების მასშტაბი და მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტები შესთავაზოს.

„ბოლო წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. დავნერგეთ ტექნოლოგიური სისტემები, გავაძლიერეთ ოპერაციული პროცესები და გავაფართოვეთ კომპანიის შესაძლებლობები. ეს ყველაფერი საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება – მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო მოქნილი, სწრაფი და კონკურენტული ფინანსური მომსახურება. ჩვენი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მომხმარებლების ნდობაა. ადამიანები გვირჩევენ, რადგან იციან, რომ მიიღებენ გამჭვირვალე პირობებსა და სწრაფ მომსახურებას. ამასთანავე, ბაზარზე იზრდება მოთხოვნა ფინანსურ პროდუქტებზე და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ამ მოთხოვნას თანამედროვე გადაწყვეტილებებით ვუპასუხოთ,“ – აღნიშნავს Leader Credit-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა ჯოხარიძე.

Leader Credit უკვე მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და მისი ფილიალები წარმოდგენილია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის ავტო სესხს, ოქროს სესხს და ვალუტის კონვერტაციასა და ფულად გზავნილებს. S