ფოტო: Getty Images
დღეს ძვირფასი ლითონების ფასი მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, ოქრო დაახლოებით 7%-ით გაუფასურდა, ხოლო ვერცხლის ღირებულებამ 14%-ით იკლო. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ირანის ომის ფონზე ენერგორესურსების ფასების ზრდით გამოწვეული ინფლაციური შიშის გაღვივებაა, მეორე მხრივ კი, მოლოდინის შესუსტება, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი ამ ვითარებაში საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
7%-იანი კლების შემდეგ, ოქროს ფასმა $4,550-ს მიაღწია. ვერცხლმა კი, რომლის ფასი 14%-ით შემცირდა, დაახლოებით $66.50-მდე იკლო. აღსანიშნავია, რომ ოქროსა და ვერცხლის ფასები თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული ყველაზე დაბალ დონეზეა. ორივე ლითონის ფასი ირანში ომის განმავლობაში მუდმივად მცირდებოდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის ომის გამო ენერგორესურსების ფასების ზრდამ ინფლაციური შიში გააღვივა და შეასუსტა მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. ეს ძვირფასი ლითონების ფასის ზრდას უშლის ხელს, რადგან ოქროსა და ვერცხლის ფასი, როგორც წესი, განაკვეთების შემცირების შემდეგ იზრდება. ამას თან დაერთო აშშ დოლარის გამყარება, რაც, როგორც წესი, ძვირფას ლითონებზე ზეწოლას კლების კუთხით ახდენს.
შეგახსენებთ, ოქროსა და ვერცხლის ფასებმა 2025 წლის იანვარში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რითაც რამდენიმეთვიანი ზრდა დასრულდა. პიკზე ოქროს ფასმა 5,600 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ვერცხლის ღირებულებამ – 120 დოლარს.













