Samsung Electronics-ის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ჩიპების სექტორში ლიდერობის მოსაპოვებლად კომპანია მიმდინარე წელს 110 ტრილიონი ვონის, დაახლოებით 73 მილიარდი აშშ დოლარის, მოცულობის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. როგორც ირკვევა, გამოყოფილი ფინანსური სახსრები აღნიშნულ სფეროში კვლევასა და განვითარებას, ასევე ახალი ობიექტების მშენებლობას მოხმარდება.
სამხრეთკორეული მწარმოებლის მიერ გავრცელებული კორპორაციული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის შერწყმისა და შესყიდვის ოპერაციებს ახორციელებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა რობოტები, სამედიცინო ტექნოლოგიები, ავტოელექტრონიკა და ჰაერის კონდიცირების სისტემები.
გასულ წელს Samsung-მა, რომელიც მსოფლიოში მეხსიერების ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელია, საერთო ჯამში 90.4 ტრილიონი ვონის მოცულობის ინვესტიცია განახორციელდა, მათ შორის 52.7 ტრილიონი ვონი კაპიტალურ ხარჯებში და 37.7 ტრილიონი ვონი კვლევისა და განვითარების მიმართულები.
Samsung-მა დასძინა, რომ 2026 წლისთვის რეგულარული დივიდენდების სახით 9.8 ტრილიონი ვონის გადახდას გეგმავს.











