სახლის ჭკვიანი საწმენდი ტექნიკის გლობალური ბრენდი “Tineco” ოფიციალურად იწყებს ოპერირებას საქართველოში, ავტორიზებული ადგილობრივი პარტნიორის — “Ariana Ventures LLC”-ის მეშვეობით. კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობა უზრუნველყოფს, რომ “Tineco”-ს ჭკვიანი მტვერსასრუტებისა და იატაკის სარეცხი მოწყობილობების ასორტიმენტი ხელმისაწვდომი იყოს როგორც ქართველი მომხმარებლებისთვის, ისე საცალო ვაჭრობის ობიექტებისთვის. ამასთან ერთად, უზრუნველყოფს გაყიდვის შემდგომი მომსახურებას და ადგილობრივი სადისტრიბუციო მხარდაჭერას რომელიც თბილისშია დაფუძნებული.
„ჩვენი მიზანია, ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ საიმედო და მარტივად გამოსაყენებელი ჭკვიანი მოწყობილობები, სრულყოფილი ადგილობრივი მხარდაჭერით — რათა ადამიანებმა ნაკლები დრო დახარჯონ საოჯახო საქმეებზე და მეტი დაუთმონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს,“ — განაცხადა “Ariana Ventures”-ის წარმომადგენელმა.

“Tineco” საერთაშორისო დონეზე ცნობილია იმით, რომ აერთიანებს ინტელექტუალურ ტექნოლოგიასა და პრაქტიკულ დიზაინს. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ერთმანეთთან დაკავშირებულ საწმენდ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია თანამედროვე ცხოვრების წესზე. გლობალურ ბაზრებზე ძლიერი პოზიციის წყალობით, ბრენდი აგრძელებს ინოვაციების დანერგვას ჭკვიანი სახლის სწრაფად მზარდ სეგმენტში.
„საქართველო მაღალი პოტენციალის მქონე ბაზარია, სადაც შეინიშნება ცვლილება — მომხმარებლები ნელ-ნელა გადადიან მხოლოდ ფასზე ორიენტირებული არჩევანიდან პრემიუმ, ტექნოლოგიურად განვითარებული საყოფაცხოვრებო გადაწყვეტილებების მოთხოვნაზე,“ — აღნიშნა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა მენეჯერმა, კატერინა ვანგმა. „რადგან ურბანული ოჯახები სულ უფრო მეტად ანიჭებენ პრიორიტეტს ეფექტიანობასა და კომფორტს, გვჯერა, რომ ჭკვიანი საწმენდი ტექნიკა მალე აღარ იქნება მხოლოდ დამატებითი არჩევანი და გადაიქცევა აუცილებელ კატეგორიად. საქართველოს ბაზარზე ჩვენი შესვლა არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებად ევროპულ ბაზრებზე გაფართოებას ძლიერი ადგილობრივი პარტნიორობებისა და ლოკალიზებული ოპერაციების გზით.“
შესაძლებლობები სტრატეგიული პარტნიორობისთვის (საცალო და საბითუმო სექტორი)
გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, “Tineco” აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორთან — “Ariana Ventures”-თან, რათა ქვეყნის მასშტაბით შექმნას ძლიერი საცალო და სადისტრიბუციო ქსელი. კომპანია თანამშრომლობს წამყვან ელექტრონიკის საცალო ქსელებთან და სადისტრიბუციო პარტნიორებთან.
პარტნიორებს ექნებათ შემდეგი უპირატესობები:
• პროდუქციის მარაგზე პრიორიტეტული წვდომა
• სრულყოფილი ადგილობრივი გარანტია და გაყიდვის შემდგომი მომსახურება
• ლოკალიზებული მარკეტინგული და სარეკლამო მასალები
• ადგილზე არსებული მხარდაჭერა და სადისტრიბუციო სისტემა
აღნიშნული ინიციატივის მიზანია, პარტნიორებს მისცეს კონკურენტული უპირატესობა საქართველოს ბაზარზე, სადაც იზრდება მოთხოვნა პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიებზე, ხოლო “Tineco“ პოზიციონირდება, როგორც ლიდერი იატაკის მოვლის კატეგორიაში.
ხელმისაწვდომობა და ადგილობრივი წარმომადგენლობა
“Tineco”-ს პროდუქცია წარმოდგენილია ოფიციალურ პლატფორმაზე — tinecoge.com, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ხელმისაწვდომ მოდელებს. პროდუქციის შეძენა კი შესაძლებელია “Ariana Ventures”-ის ადგილობრივი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.
“Ariana Ventures LLC”-ის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისის ტექნოპარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (ო. ხიზანიშვილის ქ. №264, გლდანის რაიონი) და წარმოადგენს კომპანიის ოპერაციების, ლოჯისტიკისა და მომხმარებელთა მომსახურების ცენტრალურ ჰაბს საქართველოში.
“Tineco-”ს შესახებ
“Tineco” არის სახლის ჭკვიანი საწმენდი ტექნოლოგიების გლობალური ლიდერი, რომელიც სპეციალიზდება ინტელექტუალურ მტვერსასრუტებში, იატაკის სარეცხ მოწყობილობებსა და ხალიჩების მოვლის ტექნიკაში. კომპანია ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს, რომლებიც ტექნოლოგიის მეშვეობით ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას.
“Ariana Ventures LLC”-ის შესახებ (საქართველო)
“Ariana Ventures LLC” არის “Tineco”-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია პასუხისმგებელია დისტრიბუციაზე, შემდგომ მომსახურებასა და მომხმარებელთა მხარდაჭერაზე. მისი მიზანია უზრუნველყოს პროდუქციის ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხის ლოკალური მომსახურება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე სავაჭრო პარტნიორებისთვის.
S








