Photo by Paul Hanaoka on Unsplash
ტექნოლოგიური კომპანიები სწრაფად აფართოებენ ინფრასტრუქტურას ავტომატიზაციის ბუმის გასამყარებლად. ახლა იაპონური კონგლომერატი SoftBank-ი ახალ ნაბიჯს დგამს და ქმნის კომპანიას, რომელიც სწორედ ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ავტომატიზებას გეგმავს.
Financial Times-ის თავდაპირველი ინფორმაციით, SoftBank-ი შექმნის ახალ ბიზნესერთეულს სახელწოდებით Roze AI. Wall Street Journal-ის ცნობით, ახალი კომპანია მიზნად ისახავს, მონაცემთა ცენტრების მშენებლობა ამერიკაში უფრო „ეფექტიანი” გახადოს – სხვა საშუალებებთან ერთად ავტონომიური რობოტების დახმარებით სერვერული ფერმების ასაშენებლად.
$100–მილიარდიანი IPO
განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ კომპანია უკვე IPO-სთვის ემზადება. WSJ-ის ცნობით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები აქციების პირველად საჯარო განთავსებას 2026 წლის მეორე ნახევრამდე გეგმავენ. FT-ის ინფორმაციით, სასურველი შეფასება $100 მილიარდს აღწევს.
თუმცა ოპტიმიზმი საყოველთაო არ არის. FT აღნიშნავს, რომ SoftBank-ის შიგნით ზოგიერთი „სკეპტიკურად აფასებს როგორც შეფასებას, ისე IPO-ს დაგეგმილ ვადებს”.
კონტექსტი
Roze AI-ი ერთადერთი არ არის ამ სფეროში. Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი თანადამფუძნებელია სტარტაპისა სახელწოდებით Project Prometheus-ი, რომელიც მსხვილი სამრეწველო სექტორების კომპანიების შეძენასა და AI-ის გამოყენებით მათ მოდერნიზაციას გეგმავს.
SoftBank-ი ცნობილია რისკიანი ფსონებით – კონგლომერატმა ოდესღაც ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო Zume-ში, AI-ის გამოყენებით პიცის მიწოდების სტარტაპში, რომელიც 2023 წელს გაკოტრდა. Roze AI-ის შემთხვევაში კი კითხვა ერთია: შეძლებს კი კომპანია $100-მილიარდიანი შეფასების გამართლებას, როცა ჯერ ერთი სერვერული ფერმაც კი არ აუშენებია?
















