„ლოპოტა სპა რეზორტზე“ ჩოგბურთის მასშტაბური საერთაშორისო ტურნირი, LOPOTA TENNIS OPEN ოფიციალურად გაიხსნა და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
მსოფლიო დონის სპორტულ ღონისძიებას ლოპოტა უკვე მესამე წელია მასპინძლობს.
წლევანდელი თამაშები 26 აპრილს დაიწყო და 9 მაისის ჩათვლით, ორი დამოუკიდებელი ტურნირის ფარგლებში ჩატარდება. წელს შეჯიბრი კიდევ უფრო მასშტაბურია, რადგან ის W75 და W50 კატეგორიებს აერთიანებს.

ტურნირი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (International Tennis Federation – ITF) ეგიდითა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
მასში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის პროფესიონალი ქალი ჩოგბურთელი ასპარეზობს.
LOPOTA TENNIS OPEN ყველაზე მასშტაბური და მაღალი კატეგორიის ტურნირია ჩოგბურთში, რაც ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულა.

ტურნირის მხარდამჭერი: სპორტის სამინისტრო
სპონსორი: წყალი „მთის“.
მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: live.itftennis.com/en/live-scores
S










