2026 წელს საქართველოში პირველად გაიმართება Game Jam Georgia Cup 2026 – მსოფლიო ჩემპიონატით ინსპირირებული ახალი, დამოუკიდებელი ინიციატივა, რომელსაც წარმოგიდგენთ Lenovo, როგორც მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდი და FIFA-ს ოფიციალური პარტნიორი, და Startup Büro, როგორც Community Builder და საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდამჭერი. პროექტი ქვეყანაში გეიმ დეველოპმენტის კონკურსის სრულიად ახალ ფორმატს ქმნის და აერთიანებს სპორტის, ტექნოლოგიისა და კრეატიული ინდუსტრიის ახალ შესაძლებლობებს.
პროექტი მკაფიოდ განსხვავდება აქამდე ჩატარებული საერთაშორისო ჰაკათონებისგან, მათ შორის Global Game Jam-ისგან. Game Jam Georgia Cup 2026 არ წარმოადგენს გლობალური ფორმატის ლოკალურ ადაპტაციას – ეს არის დამოუკიდებლად შექმნილი ჩემპიონატი, რომელიც სპეციალურად აერთიანებს გეიმ დეველოპმენტს, ფეხბურთს და FIFA-სთან ასოცირებულ გლობალურ სპორტულ ეკოსისტემას.
პროექტის მთავარი კონცეფცია ეფუძნება ფეხბურთისა და საერთაშორისო სპორტული კულტურის იდეებს, რაც მას უნიკალურ მიმართულებას ანიჭებს და ტრადიციული game jam ფორმატებისგან გამოარჩევს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში თამაშების შექმნის კონკურსი სპორტისა და ტექნოლოგიის გლობალურ კონტექსტს ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს.
ღონისძიების მთავარი სპონსორია Lenovo Georgia – მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდი და FIFA-ს ოფიციალური პარტნიორი, რომელიც პროექტის სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მათ შორის მთავარ პრიზსაც:
მთავარი პრიზი:
გამარჯვებული გუნდი მიიღებს უნიკალურ საერთაშორისო შესაძლებლობას – გაემგზავროს Poznań Game Arena (PGA) + Game Industry Conference (GIC)– ზე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გეიმინგ ფესტივალზე, სადაც შეძლებს ჩაერთოს გლობალურ გეიმინგ ეკოსისტემაში, გაეცნოს ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს და საკუთარი თამაში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგინოს.
Game Jam Georgia Cup 2026 ორ ეტაპად ჩატარდება:
Online ეტაპი (29 მაისი – 5 ივნისი):
მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით ონლაინ ფორმატში იმუშავებენ თამაშების იდეებსა და პროტოტიპებზე.
Final Stage / Offline (12 – 15 ივნისი):
შერჩეული საუკეთესო გუნდები გადაინაცვლებენ ფინალურ ეტაპზე თბილისის ტექნო პარკში, სადაც ინტენსიური სამუშაო რეჟიმის ფარგლებში განავითარებენ საკუთარ პროექტებს, წარადგენენ მათ ჟიურის წინაშე და იბრძოლებენ მთავარი პრიზისთვის.
Game Jam Georgia Cup 2026 წარმოადგენს პირველ ასეთ ინიციატივას საქართველოში – პლატფორმას, რომელიც ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას, ითანამშრომლოს, განავითაროს საკუთარი უნარები და წარმოაჩინოს საქართველოს გეიმ დეველოპმენტის პოტენციალი გლობალურ სცენაზე.
📌 რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/pL52tj5iBvnj2oLq7
📌 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 24 მაისი, 23:59
ღონისძიების ორგანიზატორი : Startup Büro
ღონისძიების თანაორგანიზატორი:GGC Georgian Gaming Community
ღონისძიების მთავარი სპონსორი : Lenovo Georgia
ღონისძიების პარტნიორები: GITA – Georgia’s Innovation and Technology Agency | KIA | Nescafe | GIC | Forbes Georgia
Supporters: Energia by Borjomi | Snacky | KitKat | VR Arena | Blue Ocean | Network | Postred Studio | Zellatos |
ღონისძიების მთავარი მედიაპარტნიორი : Forbes Georgia









