Change Inspire 2026-მა 1000-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა - HT Solutions-მა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია გამართა

Change Inspire 2026-მა 1000-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა - HT Solutions-მა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია გამართა

1 ივლისსPullman Tbilisi, Axis Towers-ში, HT Solutions-ის ორგანიზებით გაიმართა Change Inspire 2026 – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია, რომელმაც წელს 1064 რეგისტრირებული მონაწილე50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები და ასობით ბიზნესისა და IT-სფეროს პროფესიონალი გააერთიანა.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო “Big Tech. Global Legends. One Future.”, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, Cloud-ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკის, DevOps-ისა და ციფრული ტრანსფორმაციის უახლესი ტენდენციები.

Change Inspire 2026-ის პროგრამა ოთხ სცენაზე გადანაწილდა –Main Stage-იTech Stage-ი და ორი პარალელური Deep Dive Workshop Stage-ი, სადაც დღის განმავლობაში 7 პრაქტიკული ვორკშოპი გაიმართა. კონფერენციის ფორმატმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, თავად შეერჩიათ მათთვის საინტერესო სესიები და პრაქტიკული მიმართულებები.

კონფერენციის მთავარ სცენაზე სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის NVIDIAGoogle Cloud-იAmazon-ი, Microsoft-ი, Palo Alto Networks-იSOCRadar-იFlutter CEEOne IdentityLineate-იCalicoHashBank-იThales-ი და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტები.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი იყო თიბისი, რომელმაც, როგორც Change Inspire 2026-ის მთავარმა პარტნიორმა, კონფერენციის ფარგლებში ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის, ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა გააზიარა.

Change Inspire 2026-ის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად კვლავ დარჩა არა მხოლოდ საერთაშორისო დონის კონტენტი, არამედ ის პროფესიული გარემო, რომელიც ღონისძიებამ შექმნა. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები და გაეზიარებინათ გამოცდილება ინდუსტრიის ლიდერებთან.

HT Solutions-ი უკვე მეშვიდე წელია, Change Inspire-ის მეშვეობით საქართველოში ქმნის სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ტექნოლოგიური კომპანიები, საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესლიდერები და ინოვაციებით დაინტერესებული პროფესიონალები. წლევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Change Inspire-ი რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ კონფერენციად ჩამოყალიბდა.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, პარტნიორი კომპანიების საგამოფენო სივრცეები დაეთვალიერებინათ, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებებში და არაფორმალურ გარემოში გაეგრძელებინათ პროფესიული კომუნიკაცია.

Change Inspire 2026 კიდევ ერთხელ გახდა ადგილი, სადაც გლობალური ტექნოლოგიური გამოცდილება, ინოვაციები და ადამიანები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და საფუძველი ჩაუყარეს მომავალ თანამშრომლობებს.

ტრადიციულად, Change Inspire-ი მომავალ წელსაც დაუბრუნდება თავის აუდიტორიას. Change Inspire 2027 კიდევ უფრო მასშტაბური პროგრამით, საერთაშორისო სპიკერებითა და ახალი შესაძლებლობებით უმასპინძლებს ტექნოლოგიებით, ინოვაციებითა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ სტუმრებს.

დაუმეგობრდით HT Solutions-სა და Change Inspire-სოციალურ ქსელებში და თვალი ადევნეთ ღონისძიების საუკეთესო მომენტებს, ფოტოებსა და სხვა ექსკლუზიურ კონტენტს:

Change Inspire Instagram
HT Solutions Instagram
HT Solutions Facebook
HT Solutions LinkedIn