საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2026 წლის I ნახევარში

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2026 წლის I ნახევარში

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12.9 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 3.87 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ აშშ დოლარს გადასცდა, რაც 0.7%-იან ზრდას გულისხმობს. 2026 წლის ექვს თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.17 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: თურქეთი თითქმის 1.4 მლრდ აშშ დოლარით, რუსეთი თითქმის 1.2 მლრდ აშშ დოლარით და ჩინეთი 1.06 მლრდ აშშ დოლარით.

ამავე პრიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 69.8% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: ყირგიზეთი 431.8 მილიონი აშშ დოლარით, ჩინეთი 428.6 მილიონი აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი 335.9 მილიონი აშშ დოლარით.

2026 წლის I ნახევარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.3% შეადგინა. ექპორტისა და იმპორტის დაჯამების შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზეა თურქეთი 1.65 მლრდ აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს რუსეთი 1.52 მლრდ აშშ დოლარით და მესამე პოზიციაზეა ჩინეთი 1.49 მლრდ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი