თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი შესაძლებლობაა – 3 თვის განმავლობაში შეგიძლია, სრულად დაიბრუნო ვაჭრობის საკომისიო აშშ-ის ბირჟაზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე და დამატებით დასაჩუქრდე $500-მდე.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება 15-დან 30 სექტემბრის ჩათვლით და თიბისის მობაილბანკის ინვესტიციებში მინიმუმ $10 000-ის განთავსება. ამავე ღირებულების ამერიკული აქტივების გადმოტანა შესაძლებელია სხვა საინვესტიციო პლატფორმიდანაც.
ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სრულად დაიბრუნებ ვაჭრობის საკომისიოებს აშშ-ის ბაზარზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე.
ბონუსის მიღებას კი განთავსებული ან გადმოტანილი აქტივების მოცულობის მიხედვით, შემდეგი პრინციპით შეძლებ:
| აქტივების მოცულობა | ბონუსი |
| $10 000–$50 000 | $50 |
| >$50 000–$100 000 | $100 |
| >$100 000–$250 000 | $200 |
| >$250 000 | $500 |
შეთავაზება განკუთვნილია:
- ახალი მომხმარებლებისთვის
- ინვესტორებისთვის, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტიდან არ განუხორციელებიათ ტრანზაქცია და არ ჰქონიათ ნაშთი მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე
ვაჭრობის საკომისიოს დასაბრუნებლად, საჭიროა საინვესტიციო თანხა – მინიმუმ $10 000 – ანგარიშზე შენარჩუნდეს 31 დეკემბრის ჩათვლით.
აქტივების გადმოტანისას, დარწმუნდი, რომ 30 სექტემბრის 23:59 საათისთვის შენი პორტფელის ღირებულება მინიმუმ $10 000-ია. ქეშბექი არ ვრცელდება Penny Stocks-ზე ($5 ან ნაკლები ღირებულების აქციებზე), UK ბაზარზე და Smart Portfolio-ზე. ქეშბექი ჩაირიცხება ერთიანად, არაუგვიანეს 2027 წლის 15 იანვრამდე.
კამპანიაში მონაწილეობისთვის, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა
დეტალური ინფორმაცია და კამპანიის სრული პირობები იხილე ბმულზე.
ეს არ არის ფინანსური რჩევა.
S










