Plug and Play Georgia-მ 2027 წლის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

Plug and Play Georgia-მ 2027 წლის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
Plug and Play Georgia-მ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით, 2027 წლის აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია როგორც უკვე არსებული ტექნოლოგიური პროდუქტის მქონე გუნდებისთვის, ისე დამფუძნებლებისთვის, რომლებიც ჯერ იდეის ან ადრეული ვალიდაციის ეტაპზე იმყოფებიან.

 

ქართული სტარტაპეკოსისტემის ზრდასთან ერთად, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება იდეიდან მასშტაბირებად ბიზნესამდე მისასვლელი გზის სწორად დაგეგმვა. პროდუქტის შექმნა ამ პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. სტარტაპებს სჭირდებათ ბაზრის ვალიდაცია, მომხმარებლის საჭიროებების გააზრება, ბიზნესმოდელის დახვეწა, პირველი ტრექციის მიღწევა და საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად მომზადება.

სწორედ ამ მიმართულებებს აერთიანებს Plug and Play Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა.

პროგრამა სამ ძირითად ეტაპად არის დაყოფილი. Founder & Market Fit ეტაპი მომხმარებლისა და ბაზრის ვალიდაციასა და პრობლემა-გადაწყვეტილების შესაბამისობის განსაზღვრაზეა ორიენტირებული. Minimum Viable Product (MVP) ეტაპზე გუნდები პროდუქტისა და ბიზნესმოდელის დახვეწაზე და პირველი ტრექციის შექმნაზე მუშაობენ, ხოლო Global Market Entry ეტაპი გაყიდვების სტრატეგიას, საინვესტიციო მზადყოფნასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ეთმობა.

თითოეულ ეტაპზე პროგრამა პრაქტიკულ ფორმატს ინარჩუნებს. მონაწილეები მუშაობენ საერთაშორისო მენტორებთან ვორკშოპების, ინდივიდუალური 1:1 სესიებისა და ჰაკათონების ფარგლებში. ფოკუსი კეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც სტარტაპების ყოველდღიურ საქმიანობას პირდაპირ უკავშირდება, მათ შორის ფასწარმოქმნაზე, გაყიდვების სტრატეგიაზე, ბაზარზე შესვლის მოდელზე, ინვესტორებთან ურთიერთობასა და ზრდის მომდევნო ეტაპის დაგეგმვაზე.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება Plug and Play-ის გლობალურ ეკოსისტემასთან კავშირია. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორებთან და ეტაპობრივად მოემზადონ უფრო ფართო ბაზრებზე გასასვლელად. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდებისთვის პროგრამა ასევე ქმნის კავშირს Plug and Play-ის საერთაშორისო ქსელთან, მათ შორის Silicon Valley-ს ეკოსისტემასთან.

პირველი ნაკადის ფარგლებში პროგრამაში 40 სტარტაპი ჩაერთო. მათგან 20-მა გუნდმა 50 000 ლარის გრანტი მიიღო და MVP ეტაპზე გადავიდა, ხოლო 10-მა სტარტაპმა დამატებით 150 000 ლარის გრანტი მოიპოვა და Global Market Entry ეტაპზე განაგრძო მუშაობა.

2027 წლის მეორე ნაკადისთვის განაცხადების მიღება 2026 წლის 11 დეკემბერს, 23:59 საათზე დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია Plug and Play Georgia Accelerator-ის ოფიციალურ გვერდზე, ხოლო დამატებითი კითხვებისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროგრამის გუნდს ელფოსტაზე: plugandplaygeorgia@pnptc.com.

S