ფოტო: Getty
აბუ-დაბიში, UFC 333-ზე, მერაბ დვალიშვილი რუს მეტოქესთან, პიოტრ იანთან დამარცხდა და სუპერმსუბუქი წონის ქამრის დაბრუნება ვერ შეძლო. დვალიშვილმა ხუთრაუნდიან ორთაბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.
აღსანიშნავია, რომ ეს მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის გამართული მესამე შეხვედრა იყო. პირველში გამარჯვება მერაბმა მოახერხა, მეორე და მესამე ბრძოლა კი იანმა მოიგო.
პირველ ორ რაუნდში მერაბი აქტიურობდა და რამდენიმე თეიქდაუნიც შეასრულა. თუმცა ბოლო სამ რაუნდში უპირატესობა უკვე იანმა მოიპოვა და მსაჯებმა გამარჯვებაც მას მიანიჭეს.
შეგახსენებთ, 2025 წელს მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის დივიზიონის ქამარი სამჯერ დაიცვა: ორჯერ ამერიკელი შონ ო’მალის წინააღმდეგ, ერთხელ კი დაღესტნელ მებრძოლ უმარ ნურმაგომედოვთან. თუმცა იმავე წელს, დეკემბერში გამართულ ღონისძიებაზე, მერაბი სწორედ პიოტრ იანთან დამარცხდა და ქამარიც დათმო.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









