"ლოპოტამ" საპარტნიორო ფონდისგან აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა

"ლოპოტამ" საპარტნიორო ფონდისგან აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა

შპს ლოპოტამ საპარტნიორო ფონდისგან საკუთარი აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა.

საპარტნიორო ფონდმა “ლოპოტა ინვესტმენტთან” პარტნიორთა შეთანხმებას ხელი 2017 წელს მოაწერა, რომლის მიხედვითაც, ფონდმა ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიაში (შპს ლოპოტა) 5,400,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

დაფინანსება სასტუმროს გაფართოვებას მოხმარდა. ლოპოტას სასტუმრო კომპლექსი გაფართოებამდე 102 სასტუმრო ოთახს მოიცავდა. განახლებული ლოპოტას დამატებით 84-ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი, რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, დახურული და ღია საცურაო აუზები შეემატა.

შპს “ლოპოტა ინვესტმენტმა” კახეთში, სოფელ ნაფარეულში, ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსის – „ლოპოტა“ განვითარება 2007 წელს დაიწყო.