სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე სამასპინძლო „თირები“ სტუმრებს მესხური გასტრონომიის, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების გაცნობის, ცხენებით გასეირნებისა და ავთენტურ გარემოში დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს.
„თრეველ ქოლექშენის“ ყურადღება „თირებმა“ თავისი ტურისტული პოტენციალით მიიპყრო. მისი განვითარების ახალ გზებზე ფიქრისას გაჩნდა იდეა, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობა ხელოვნების საშუალებით წარმოჩენილიყო.
„თრეველ ქოლექშენმა“ „თირები“ მხატვარ გიდებს, ძმებ შალვა და ნიკა თეთრაშვილებს დააკავშირა. მათი თანამშრომლობის შედეგად, სამასპინძლოს კედლებზე მესხეთის ისტორიისა და კულტურის მოტივებზე შექმნილი მხატვრობა გაჩნდა. ამით სივრცემ ახალი ვიზუალური სახე შეიძინა, სტუმრებს კი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ.
ეს ინიციატივა კარგად წარმოაჩენს „თრეველ ქოლექშენის“ მიდგომას – აღმოაჩინოს რეგიონებში არსებული ტურისტული პოტენციალი, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობით ახალი შესაძლებლობები შექმნას.
ეს მიდგომა ადგილობრივ ბიზნესებს საკუთარი პოტენციალის უკეთ წარმოჩენასა და განვითარების ახალი გზების მოძიებაში ეხმარება.
„თრეველ ქოლექშენის“ ხედვით, საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი რესურსი უკვე არსებობს.
მნიშვნელოვანია მისი აღმოჩენა, შესაბამისი ადამიანებისა და იდეების დაკავშირება და არსებული პოტენციალის რეალურ შესაძლებლობებად ქცევა.
„თირები“ ამ მიდგომის ნათელი მაგალითია – პროექტმა ადგილობრივი ბიზნესი და ხელოვნება დააკავშირა და მესხეთის კულტურული მემკვიდრეობა სტუმრებისთვის შეთავაზებული გამოცდილების ნაწილად აქცია.
„თრეველ ქოლექშენი“ შეიქმნა საქართველოს ტურისტული პოტენციალის აღმოჩენისა და ადგილობრივი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. პლატფორმა აერთიანებს ტურიზმის სფეროს პროფესიონალებს, მარკეტინგისა და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, ბიზნესების ცნობადობის გაზრდასა და თანამედროვე გაყიდვების არხებთან დაკავშირებაზე. პროექტზე მუშაობდნენ: ქეთევან ბარაბაძე, თამარ სიხარულიძე, ვახტანგ მდინარაძე, ნიკა თეთრაშვილი, შალვა თეთრაშვილი, თამუნა თანდაშვილი. „თირების“ პროექტის ვიდეოს ავტორი: დავით თამაზაშვილი.



