გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად

გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად

გულშემატკივრობა მხოლოდ მატჩის დღეებით არ შემოიფარგლება – საყვარელი გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ფეხბურთის ქომაგებისთვის Fan Card-ის განახლებული დიზაინები წარადგინა.

საქართველოს ბანკის მიზანია, საგულშემატკივრო ბარათი ქომაგებისთვის განუყოფელ ნაწილად აქციოს – ნივთად, რომელიც მომხმარებლებს ნაკრებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაში დაეხმარება, როგორც მატჩის დროს, ისე ყოველდღიურად.

Fan Card სადებეტო ტიპის ბარათია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ბარათი  ბარათი ეროვნული დროშითა და ნაკრების სიმბოლიკით 23 განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული ნაკრების ფეხბურთელების ნომრებს უკავშირდება. 14-17 ნოემბრის თამაშების ფარგლებში კი ბარათების დიზაინი განახლდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს –  არ გაჩერდე, მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად და აიღე Fan Card.

S