კაპიტალის მართვა მხოლოდ ინვესტიციების განხორციელებას არ გულისხმობს. ის ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირებას, პროექტების სიცოცხლისუნარიანობის შეფასებასა და ისეთი მოდელების განვითარებასაც მოიცავს, რომლებსაც გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი აქვთ.
ამ მიდგომას იზიარებს „თუში კონცეპტი“, კომპანია, რომელიც Family Office-ის მოდელით ინვესტიციებს, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ახალი ბიზნესმიმართულებების განვითარებას აერთიანებს. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც პირდაპირ ინვესტირებას, ისე პროექტების კონცეფციის შემუშავებას, გუნდების ფორმირებასა და ბიზნესპროცესების ორგანიზებას. ოპერაციული საქმიანობის აწყობის შემდეგ კომპანია პროექტების სტრატეგიულ ზედამხედველობას აგრძელებს.
Family Office-ის მოდელი საერთაშორისო ბიზნესპრაქტიკაში ოჯახის კაპიტალის მართვისა და ფინანსური ინტერესების გრძელვადიანი დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმაა. ის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებას, აქტივების დივერსიფიკაციასა და ბიზნესპროექტების განვითარებაში მონაწილეობას მოიცავს.
„Family Office-ის იდეა ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ ახალი ხედვაა, თუმცა მისი არსი არა მხოლოდ კაპიტალის დაბანდებაში, არამედ პროექტების სტრატეგიულ განვითარებაშიც მდგომარეობს“, – აღნიშნავს „თუში კონცეპტის“ დამფუძნებელი დავით თუშიშვილი.
„ტერმინალი“ – საერთო სამუშაო სივრციდან ბიზნესპროექტებამდე
„თუში კონცეპტის“ საქმიანობის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი 2016 წელს შექმნილი საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალი“ იყო. Co-working-ის კონცეფცია იმ დროისთვის ქართული ბაზრისთვის ახალი შეთავაზება იყო. პროექტი ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეს შვიდ ფილიალს აერთიანებს.

„როდესაც პირველი სამუშაო სივრცეები შევქმენით, ქართველი მომხმარებელისთვის ძალიან უცხო აღმოჩნდა. თუმცა დროთა განმავლობაში უამრავი ადამიანის მოზიდვა შეძელით. მე პირადად ვმასპინძლობდი ჩვენს მომხმარებლებს. საბოლოოდ, „ტერმინალი“ უბრალოდ ოფისად კი არ დარჩა, არამედ იდეების გაცვლისა და ადამიანების ‘“Life style“-ის შეცვლის პლატფორმად იქცა,“ – ამბობს დავით თუშიშვილი.
„ტერმინალის“ განვითარებასთან ერთად გაჩნდა ახალი ბიზნესინიციატივებიც. მათ შორისაა IT სკოლა, რომელიც დაინტერესებულ პირებს ტრადიციული, სამ-ოთხწლიანი საბაკალავრო განათლების მოკლევადიან ალტერნატივას სთავაზობს.
„ტერმინალის“ შემდეგ კომპანიის საქმიანობაში ტექნოლოგიური პროექტებიც გაჩნდა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელოვნურ ინტელექტსა და ბიზნესანალიტიკას უკავშირდება.
Hapttic – ხელოვნური ინტელექტი და ბიზნესანალიტიკა
Hapttic ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს ციფრულ სივრცეში საკუთარი ბრენდის აღქმისა და რეპუტაციის ანალიზში ეხმარება. სისტემა აგროვებს და ამუშავებს ინტერნეტში ბრენდის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მათ შორის მომხმარებელთა შეფასებებს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ხსენებებს, მედიაპუბლიკაციებსა და სხვა ციფრულ წყაროებს.
მიღებული მონაცემები ანალიტიკურ დასკვნებად და ბიზნესისთვის პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაიქმნება. პლატფორმა კომპანიებს რეპუტაციის მონიტორინგთან ერთად სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ზრდის შესაძლებლობების გამოვლენასა და პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებაშიც ეხმარება.
Hapttic-ის მომხმარებლებს შორის არიან Mastercard, Adjara Group, SilkNet და Toyota, რომლებთანაც პლატფორმა რეგიონულ დონეზე თანამშრომლობს. მრავალენოვანი მხარდაჭერა კი მისი საერთაშორისო ბაზრებზე გამოყენების შესაძლებლობას აფართოებს.
„ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ პლატფორმის შესაძლებლობების გაფართოებაზე, მათ შორის პოდკასტებისა და ვიდეოკონტენტის, კერძოდ YouTube-ის მასალების ანალიზის მიმართულებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომპლექსური ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებასა და სისტემატიზაციას შეძლებს, არამედ მას კონკრეტულ ანალიტიკურ დასკვნებად და ბიზნესისთვის პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაქმნის”, – აცხადებს დავითი.
პარალელურად, Hapttic ინვესტიციების მოზიდვასა და საინვესტიციო რაუნდის დახურვაზე მუშაობს. მოზიდული კაპიტალი პროდუქტის ტექნოლოგიური განვითარების დაჩქარებას, ფუნქციონალის გაფართოებასა და ახალ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას უნდა მოხმარდეს.

ZeWood – ბუნებრივი მასალები და არქიტექტურული გადაწყვეტილებები
„თუში კონცეპტის“ პორტფელში ტექნოლოგიურ პროექტებთან ერთად წარმოდგენილია არქიტექტურის, ინტერიერისა და დიზაინის მიმართულებაც. ამ სფეროში კომპანია ZeWood-ის საშუალებით ოპერირებს.
ZeWood ბუნებრივი ხის მასალების, ავეჯის, განათებისა და ინტერიერისა თუ გარე სივრცეების მოსაწყობი გადაწყვეტილებების მიმართულებით მუშაობს. მისი საქმიანობა მოიცავს არქიტექტორების, დიზაინერებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის თანამედროვე მასალებისა და დიზაინპროდუქტების შეთავაზებას.
კომპანია საქართველოში ესტონური ბრენდის, Thermory-ის, და იტალიური ALPI-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია.
Thermory თერმულად მოდიფიცირებული ხის მასალების წარმოებაზე სპეციალიზებული ბრენდია. მისი პროდუქცია გამოიყენება შენობების ფასადებისა და ინტერიერის მოსაპირკეთებლად, ასევე საუნების, აუზების მიმდებარე სივრცეების, ტერასებისა და სხვა გარე სივრცეების მოსაწყობად.
ALPI კი დეკორატიული ხის შპონის მწარმოებელი იტალიური ბრენდია, რომლის პროდუქცია ბუნებრივ მასალებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დიზაინს აერთიანებს.
ZeWood-ის შოურუმი თბილისში მდებარეობს. მომხმარებლებს იქ შეუძლიათ გაეცნონ კომპანიის კოლექციებს, დაათვალიერონ ხის სხვადასხვა ტექსტურა და დამუშავების ვარიანტები და შეარჩიონ კონკრეტული სივრცისთვის შესაბამისი მასალები.
Togas Georgia – საერთაშორისო ბრენდი ქართულ ბაზარზე
„თუში კონცეპტის“ ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა ბერძნული ბრენდის, Togas-ის, განვითარება საქართველოში. ბრენდი სახლის ტექსტილსა და ინტერიერისთვის განკუთვნილ პრემიუმპროდუქციას აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში თბილისში, სავაჭრო ცენტრ East Point-ში, Togas Georgia-ს პირველი საფირმო ბუტიკი გაიხსნა. კომპანია საცალო ქსელის გაფართოებას გეგმავს, მათ შორის ახალი ლოკაციების დამატებას როგორც თბილისში, ისე ბათუმში.
Togas-ის ქართულ ბაზარზე განვითარება კომპანიის საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის მიმართულების ნაწილია. მისი საქმიანობა მოიცავს ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებასა და ადგილობრივი მომხმარებლისთვის სახლის ტექსტილისა და დეკორაციის პროდუქციის შეთავაზებას.
ODA Courtyard Collection – ახალი მიმართულება დეველოპმენტის სექტორში
„თუში კონცეპტის“ საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება უძრავი ქონების განვითარებაა. ამ სექტორში კომპანიის პირველი პროექტია ODA Courtyard Collection, რომელიც თბილისში, ისანში, ხორციელდება.
პროექტში „თუში კონცეპტი“ სტრატეგიული პარტნიორის როლში მონაწილეობს და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობს მის კონცეპტუალურ და ბიზნესგანვითარებაზე. დეველოპმენტის მიმართულებით შესვლა კომპანიისთვის ახალი ეტაპია, რომელიც ბაზრის ანალიზს, საინვესტიციო გათვლებსა და პროექტის გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვას მოიცავს.
ODA Courtyard Collection აერთიანებს საცხოვრებელ სივრცეს, სასტუმროს ტიპის მომსახურებასა და გამწვანებულ გარემოს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ორი ჰექტრის ფართობის შიდა ეზო, მრავალწლიანი ნარგავები და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა.
„დეველოპმენტი საკმაოდ კომპლექსური სფეროა, სადაც უამრავი დეტალისა და რთული პროცესის გათვალისწინება გიწევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უძრავი ქონების მიმართულებით სწორი, საიმედო პარტნიორობით შევსულიყავით. ODA Courtyard Collection-ში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიზნესის სტრატეგიული გათვლა და პროექტის კონცეპტუალური განვითარება ერთიან, მდგრად პროდუქტად ვაქციოთ.
დღეს ODA Courtyard Collection-ში ვქმნით გარემოს, სადაც 2-ჰექტრიანი შიდა ეზო, უსაფრთხოება და მრავალწლიანი ნარგავები ერწყმის ერთმანეთს.
თანამედროვე მყიდველის ჰორიზონტი გაიზარდა. ზოგი ბინას ეძებს საცხოვრებლად, ზოგი საინვესტიციოდ ან შვილის მომავლისთვის. ეს პროექტი ყველა ამ ინტერესს აკმაყოფილებს“, – ამბობს „თუში კონცეპტის“ დამფუძნებელი დავით თუშიშვილი.
მრავალმხრივი საინვესტიციო პორტფელი
„თუში კონცეპტის“ პროექტები რამდენიმე განსხვავებულ სექტორს აერთიანებს: ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს, საერთო სამუშაო სივრცეებს, არქიტექტურულ და სამშენებლო მასალებს, სახლის ტექსტილსა და უძრავი ქონების განვითარებას.
მიმართულებების მრავალფეროვნების მიუხედავად, კომპანიის საქმიანობას საერთო მიდგომა აერთიანებს – პერსპექტიული ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება, პროექტების განვითარება, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელება.
Family Office-ის მოდელზე დაფუძნებული საქმიანობა „თუში კონცეპტს“ საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სექტორში იმუშაოს როგორც კაპიტალის ინვესტირების, ისე ახალი ბიზნესკონცეფციების შექმნისა და მათი განვითარების მიმართულებით.
S








