ჯენსენ ჰუანგის დაბრუნების შემდეგ Nasdaq-100-ის ღირებულება $2 ტრილიონით გაიზარდა

ჯენსენ ჰუანგის დაბრუნების შემდეგ Nasdaq-100-ის ღირებულება $2 ტრილიონით გაიზარდა

ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ, კომპანიის აღმასრუელებელი დირექტორის თანამდებობაზე ჯენსენ ჰუანგის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ჰუანგი კომპანიის სათაო ოფისში დღეს დილით გამოცხადდა და თანამშრომლებს მომხდარის გამო მოუბოდიშა.

ჰუანგის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცნობილი გუშინ გახდა და მისი დაბრუნების სიახლემ კომპანიის აქციათა ღირებულება 31%-ით გაზარდა. Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია კი ჯამში $1 ტრილიონით გაიზარდა.

ბუნებრივია, ჩიპების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის სააქციო მაჩვენებლების აღდგენას დადებითი გავლენა ჰქონდა მთლიანად ინდუსტრიაზეც. ჰუანგის დაბრუნებით ნაკარნახევმა მანიპულაციებმა ჯამში Nasdaq-100-ის ღირებულება $2 ტრილიონით გაზარდა, საიდანაც 50% საკუთრივ Nvidia-ზე მოდის.

ინდექსი სავაჭრო დღის ბოლოსთვის 6.6%-ით გაიზარდა და 26,680.6 პუნქტი შეადგინა, რაც 2025 წლის აპრილის შემდეგ ერთ დღეში განხორციელებული ყველაზე დიდი ზრდაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯენსენ ჰუანგის ძველ თანამდებობაზე დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.

მოგვიანებით სოც-მედიაში დაიწერა, რომ ჯენსენ ჰუანგმა კომპანიის დირექტორთა საბჭოსთან აღდეგნამდე ერთი დღით ადრე გამართულ ხუთსაათიან შეხვედრაზე, კიდევ ერთი, მეოთხე სამსახურეობრივი რომანი აღიარა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.