თბილისში, სტერლინგ ბიზნეს სკოლის პრეზიდენტი და საერთაშორისო ტრენერი, რენო დომენიკო ჩამოდის. ჰედვაისისა და ლაბარტყავას საკონსულტაციო ჯგუფის მოწვევით რენო დომენიკო 5 დღიან ტრენინგს ჩაატარებს Lean 6 Sigma მენეჯმენტში, რისი გავლის შემდეგაც მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.
იაპონური “ლინ მენეჯმენტის” იდეოლოგია, რომელიც დაიხვეწა და თანამედროვე მმართველობის და წარმოების სტანდარტების მიხედვით Lean 6 Sigma მეთოდად ჩამოყალიბდა თანაბრად პოპულარულია როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ კომპანიებში. ამ მეთოდის გამოყენებით, კომპანია ხარჯების ოპტიმიზაციას ახდენს და მათ 25%-ით ამცირებს ისე, რომ არათუ არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას კომპანიის რეპუტაციაზე, მომხარებლებსა და გაყიდვებზე, არამედ ხელს უწყობს მომსახურების დაჩქარებას და ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას.
ამ მეთოდებს იყენებენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები როგორებიცაა მაგალითად: Bank of America, Toyota, Amazon, Dell და სხვა. ჩვენს ქვეყანაში Lean 6 Sigma უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ყოველ წელს იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ნერგავენ მენეჯმენტის ამ მეთოდოლოგიას.
რენო დომენიკო Lean 6 Sigma შავი ქამრის მფლობელია, რომელიც უმაღლესი რანგია მენეჯმენტის ამ მეთოდში. ის, როგორც საერთშორისო კონსულტანტი, უშუალოდ ჩართულია კომპანიებში Lean 6 Sigma მეთოდის დანერგვის პროცესში, აძლევს მათ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ რჩევებს.
რენო დომენიკო თბილისში Lean 6 Sigma მწვანე ქამრის ტრენინგს ჩაატარებს, რომელიც 12-16 ივნისს სასტუმრო ბილტმორში გაიმათება. 5 დღის განმავლობაში, ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკულ ქეისებზე შეისწავლიან Lean 6 Sigma მეთოდს. ტრენინგის ბოლოს ისინი მიიღებენ
“Rowan University”-ს, “Sterling Business School”-ისა და “ჰედვაისი”-ს ერთობლივ, საერთაშორისო სერტიფიკატს და შეეძლებათ თავიანთ კომპანიებში, დამოუკიდებლად დანერგონ Lean 6 Sigma მეთოდი.
ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
ტრენინგ და ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი ჰედვაისი უკვე ოთხი წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს მრავალფეროვან ტრენინგებს, განვითარებასა და ადამიანური რესურსების შეფასება/ოპტიმიზაციას სთავაზობს. ლაბარტყავას საკონსულტაციო ჯგუფი კი ბაზრის ახალი მოთამაშეა რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო მომხმარებლის ნდობის მოპოვება ინოვაციური მიდგომებისა და პროფესინალი გუნდის დახმარებით.