მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 165 მლნ ლარით შემცირდა და 18.5 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 59 მლნ დოლარით შემცირდა, ლარში გამოსახული კი 173 მლნ ლარით. მარტში საშინაო სახელმწიფო ვალი 8 მლნ ლარით გაიზარდა.
31 მარტის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 14.5 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4 მილიარდი ლარია.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 862 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 572 მლნ ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.
ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი