მთავრობამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

მთავრობამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. აქამდე, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იყო.

მთავრობის პროგნოზით, 2018 წელსაც საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, 2019 წელს – 5%-ით, ხოლო 2020 წელს 5.5%-ით. ინფლაცია 2017 წელს 5.5% იქნება, ხოლო 2018 წელს 3%. 

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 37.5 მილიარდ ლარს, ხოლო 2018 წელს 40.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.