ბიტკოინის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა/ ერთი ბიტკოინის ფასმა $5,231 შეადგინა, რაც 7.6 %-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წინა რეკორდი კრიპტოვალუტისთვის $5,013 იყო, რომელსაც ბიტკოინმა 2 სექტემბერს მიაღწია.
Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება წლიურად 424 %-ით გაიზარდა.
გასულ წელს კრიპტოვალუტის ღირებულება $650-ზე ნაკლები იყო.
ფასის მკვეთრ ზრდას ორ მიზეზს უკავშირებენ: სპეკულაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა შესაძლოა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა გააგრძელოს და Goldman Sachs -ის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკმა შესაძლოა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობა განიხილოს.