უძრავი ქონების სარეგისტრაქციო ტრანზაქციები იზრდება

უძრავი ქონების სარეგისტრაქციო ტრანზაქციები იზრდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივნისში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 40.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 80 173 ერთეული შეადგინა.  

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.7%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (22.9%-ით), ისე მეორადი (10.2%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 

წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა 109.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორადის 23.8%-ით.  

ივნისში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 23 496 ერთეული შეადგინა, საიდანაც 17 563 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 56 677 ერთეული შეადგინა, საიდანაც 9 925 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 4 773 – სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).  

რაც შეეხება უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, ყველაზე დიდი აქტივობა ტრადიციულად თბილისში ფიქსირდება. ივნისში ყველაზე დიდი ზრდა წინა წლის ივნისთან შედარებით, საჩხერესა და თერჯოლაში დაფიქსირდა, ხოლო მაისთან შედარებით საჩხერესა და ზესტაფონში.