"თიბისი კაპიტალმა" "ნიკორას" $10 მილიონის ობლიგაციები განათავსა

"თიბისი კაპიტალმა" "ნიკორას" $10 მილიონის ობლიგაციები განათავსა

“თიბისი კაპიტალმა” კომპანია „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსება დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიის ცნობით, ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება ამ დროისათვის. 

“ნიკორას“ ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 9%. ინვესტორების მოძიება, დაინტერესება და ობლიგაციების მიწოდება „თიბისი კაპიტალმა“ განახორციელა.  

“საქართველოს ბაზრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემისია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტურად შედგა”, – განახცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

“მოხარული ვართ, რომ ჩვენი ობლიგაციების გამოშვება ისევ წარმატებით დასრულდა. კომპანიას მსგავსი გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა – გასულ წელს სს “ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ახალი ობლიგაციების გამოშვება დაგვეხმარება, მეტად მოქნილები ვიყოთ ფინანსურად და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა კომპანია “ნიკორას” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.  

“თიბისი კაპიტალი” თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო საქმიანობას ეწევა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *