სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასულ წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (21%) სამთომომპოვებით მრეწველობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა 15.2%-ით, ხოლო მესამეზე საფინანსო საქმიანობაა 9.4%-ით.
ეკონომიკა შემცირდა ვაჭრობის (-0.3%), შინამეურნეობების საქმიანობის (-4.9%) დ დამამუშავებელი მრეწველობის (-4.9%) დარგებში.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა იყო (16.6%). მეორე ადგილზეა მრეწველობაა (16.5%-ით), ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.7%-ით.
ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა დარგების მიხედვით:
ეკონომიკის დარგები | ზრდა, 2015 წ. |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 21.0% |
მშენებლობა | 15.2% |
საფინანსო საქმიანობა | 9.4% |
სასტუმროები და რესტორნები | 7.4% |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 6.9% |
კავშირგაბმულობა | 5.0% |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება/განაწილება | 3.0% |
სოფლის მეურნეობა | 2.9% |
ტრანსპორტი | 2.9% |
ჯანმრთელობის დაცვა | 2.4% |
განათლება | 2.2% |
სახელმწიფო მმართველობა | 2.0% |
ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი | -0.3% |
შინამეურნეობების საქმიანობა | -4.9% |
დამამუშავებელი მრეწველობა | -4.9% |