"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა “ნესტლე“?

როგორ გამდიდრდა “ნესტლე“?

კვების პროდუქტების სფეროში “ნესტლე“ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 98 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 14 მილიარდი დოლარი. კომპანია 137 მილიარდი დოლარის აქტვივებს ფლობს, დასაქმებული ჰყავს 352 ათასი ადამიანი. მისი საბაზრო კოპიტალიზაცია კი დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია.

“ნესტლეს“ 154 წლიანი წარმატების ისტორია აქვს. ის ორი კომპანიის გაერთნებით შეიქმნა. პირველი კომპანია 1866 წელს შვეიცარიაში ამერიკელმა ძმებმა ჩარლზ და ჯორჯ პეიჯებმა დააარსეს “ინგლისურ-შვეიცარული შედედებული რძის კომპანია“. ამავე დროს, ჩარლზი აშშ-ის კონსული იყო შცეიცარიაში.

1867 წელს შვეიცარიელმა ფარმაცევტმა ჰენრი ნესტლემ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების წარმოება დაიწყო. ახალი საკვების წარმოება რძის გამოყენებით ხდებოდა და მიზანი იყო, იმ დროისთვის არსებული ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შეემცირებინა. “farine lactée“ (რძის ფხვნილი) ნესტლესგან -ასე შეიქმნა “ნესტლეს“ პირველი ბრენდი და ბრენდის იდეა: ზრუნვა მომავალზე და ოჯახზე. პროდუქცია კარგად იყიდებოდა. ნესტლე თანამშრომლობდა დანიელ პიტერთან, რომელიც 7 წლის განმავლობაში ამზედებდა რძიან შოკოლადს.

1868 წელს შეიქმნა “ნესტლეს“ ცნობილი ლოგო, ჩიტების ბუდე, რადგან გვარი ნესტლე ამავე დროს ბუდეს ნიშნავს.

1974 წელს “ნესტლე“ ჯულიუს მონერატმა შეისყიდა. 1975 წელს ჰენრი ნესტლემ კომპანია დატოვა, მაგრამ ახალმა მფლობელებმა მისი გვარი კომპანიის სახელწოდებაში (Société Farine Lactée Henri Nestlé) შენარჩუნეს.

კომპანიას წარმოებაში ქიმიკოსები აჰყავდა, რომ რეცეპტები და ტექნოლოგიები დაეხვეწა.  პროდუქცია წარამტებით იყიდებოდა. 1877 წელს წარმოებაში შედედებული რძის გამოყენება დაიწყო. ამავე დროს, უკვე ნახსენებმა ძმები პეიჯების „ინგლისურ-შვეიცარული შედედებული რძის კომპანიამ“ ბავშვის საკვების წარმოება საიწყო. „ნესტლე“ და პეიჯები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ.

ორი კომპანიის კონკურენცია იმით დასრულდა, რომ 1905 წელს გაერთიანდნენ.  გაერთიანებულ კომპანიას “Nestle & Anglo-Swiss“ დაარქვეს და იგი ტკბილეულის და ბავშვთა კვების პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. პეიჯების კომპანიას უკვე გაქონდა ექსპორტზე პროდუქცია რამოდენიმე ქვეყანაში, რაც “ნესტლეს“ დაეხმარა. ამავე დროს, ქარხნები ჰქონდა აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში და ესპანეთში.

პირველმა მსოფლიო ომმა რძის პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან გაზარდა და შედეგად “ნესტლეს“ პროდუქციის წარმოება გაორმაგდა. მაგრამ პრობლემა იყო ნედლეულის მოძიება და ლოჯისტიკა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, კომპანიამ აშშ-ში და ავსტრალიაში მოქმედი საწარმოები შეისყიადა. ომის დასრულებისას მას უკვე 40 ქარხანა ჰქონდა.

ომის დასრულების შემდეგ კომპანიას კრიზისი დაეწყო, რადგან პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან შემცირდა. 1921 წლისთვის კრიზისი დაძლეული ჰქონდა, მაგრამ 1929 წელს დაწყებული “დიდი დეპრესია“ მასაც მწვავედ შეეხო. თუმვა 20-იან წლებში კიდევ უფრო დაიხვეწა კომპანიის მენეჯმენტი და კვლევითი საქმიანობა.

1938 წელს კომაპნიამ ყავის, “ნესკაფეს“ წარმოება დაიწყო. ეს იყო პირველი ხსნადი ყავა, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივი იყო. ამ დროისთვის კომპანიის წლიური მოეგბა უკვე 20 მლნ დოლარს აღწევდა. მეორე მსოფლიოს ომის დროს „ნესტლე“ პროდუქციას ყიდდა, როგორც მშბიდობიან მოსახლეობაზე, ასევე ჯარისკაცებზე. ის რომ შვეიცარია ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანა იყო, კომპანიას ეხმარებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოთხოვნა ყველაფერზე სწრაფად იზრდებოდა, მათ შორის საკვებზეც, რადგან მსოფლიო მოსახლეობის რიცხოვნობა და შემოსავლები სწრაფად მატულობდა. “ნესტლემ“ დაიწყო “ნესქუიკის“ და „მაგგის“ ბრენდის პროდუქციის წარმოება.

1980-იანი წლებიდან “ნესტლე“ უამრავ ბევრ კომპანიას ყიდულობს სხვადასხვა ქვეყანაში. 2002 წელს ყველაზე მსხვილი შესყიდვა განახორციელა, ეს იყო “შეფ ამერიკას“ შეძენა 2.6 მილიარდ დოლარად. 2005 წელს 240 მლნ ევროდ ნაყინის მწარმოებელი მსხვილი ბერძნული კომპანია “Delta Ice Cream“ შეისყიდა.

2007 წელს “ნესტლემ“ 5.5 მილიარდ დოლარად ბავშვთა კვების პრუდუქციის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „გერბერი“ შეისყიდა.

დღეს “ნესტლე“ 2000-ზე მეტ ბრენდს ფლობს და პროდუქციას 197 ქვეყანაში ყიდის. 2020 წლისთვის კომპანიის მთავარი მიზანი რძის და ხორცის გარეშე, მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებზე დაფუძნებული წარმოების დაწყება და განვითარებაა, რადგან მზარდ ვეგანურ ბაზარზე შევიდეს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა