იაპონური ჰოლდინგური კომპანია SoftBank-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მასაიოში სონი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მის ადგილს კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი კენ მიაუჩი დაიკავებს, ხოლო აღმასრულებელ ხელმძღვანელად იუნიჩი მიაკავა დაინიშნება.
ცნობისთვის, SoftBank-ისთვის მთავარი ამ დრომდე სატელეკომუნიკაციო სერვისები იყო, თუმცა, თავად მასაიოში სონის ყურადღება ბოლო პერიოდში ფინანსურმა ინვესტიციებმა მიიპყრო. მისმა $100-მილიარდიანმა ფონდმა არაერთ სტარტაპში შეიძინა აქციები.
SoftBank-ის ახალი თავმდჯომარე მიაუჩი კომპანიას 1984 წელს შეუერთდა, ანუ სამი წლის შემდეგ, რაც ის დაფუძნდა. ის მასაიოში სონს აქტიურად ეხმარებოდა ბიზნესის გაზრდასა და გაფართოებაში. მიაკავა კი SoftBank-ს 2003 წლიდან შეუერთდა, ამ დრომდე ის არაერთ ტექნიკურ პოზიციას იკავებდა. 55 წლის მიაკავამ ბოლოს SoftBank-ში მთავარი ტექნიკური ოფიცრის პოსტი დაიკავა.