ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

მექსიკის უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმი, რომლის ქონებაც $59.9 მილიარდს შეადგენს, კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კარლოს სლიმი კლინიკაში მივიდა პროფილაქტიკური კვლევებისთვის  და ანალიზები აიღო. “ის კარგადაა, ერთკვირიანი მსუბუქი სიმპტომების შემდეგ, მისი მდგომარეობა უმჯობესდება“, – დაწერა “ტვიტერის“გვერდზე მისმა ვაჟმა.

კარლოს სლიმი რამდენიმე დღეში 81 წლის ხდება. ის და მისი ოჯახი ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი მობილური ოპერატორი კომპანიის, America Movil-ის მფლობელები არიან. ბიზნესმენი ასევე ფლობს აქციებს მექსიკის სამშენებლო, სამთო-მომპოვებელ და სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში.

კარლოს სლიმი პირველად Forbes-ის მილიარდერთა სიაში 1991 წელს გამოჩნდა $1,7 მილიარდიანი ქონებით. 2010 წელს მისი ქონება შეფასებული იყო $53.5 მილიარდად. მაშინ ის პირველად მილიარდერთა რეიტინგის სათავეში მოექცა. მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ტიტული კარლოს სლიმს 2013 წლამდე ეკავა, შემდეგ კი მას ბილ გეითსმა გადაუსწრო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *