ონლაინ სათამაშო პლატფორმა Roblox-ის დაფუძნებლის დეივ ბაზუკის ქონება კომპანიის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ $4.2 მილიარდამდე გაიზარდა.
Roblox-ის აქციები თავიდან $45-ად ივაჭრებოდა, თუმცა მალევე 54%-ით გაიზარდა და $69.47-ს მიაღწია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდამ კი მისი დამფუძნებლის ქონება რამდენიმე დღეში $1.4 მილიარდით გაზარდა.
ბაზუკიმ Roblox-ი 1998 წელს დააარსა როგორც ხელსაწყო ბავშვებისა და ტინეიჯერებისთვის, რათა მათ თავადვე შეექმნათ სიმულაციები და თამაშები და ვირტუალურ რეალობაში გამოცდილება შეეძინათ.
საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა კომპანიის გეგმებზეც აისახა.
„ჩვენ უდიდესი ხედვა გვაქვს ჩვენი კომპანიის მომავლის შესახებ“, – აცხადებს კრეიდ დონატო, Roblox-ის მთავარი ბიზნესოფიცერი. კომპანიაში ამბობენ, რომ უფრო მეტი ადამიანის დაქირავებას და საერთაშორისო დონეზე გაფართოებას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ გასაკვირი არ ყოფილა პანდემიის პერიოდში Roblox-ის მომხმარებელთა რიცხვის ზრდა. ლოქდაუნის შედეგად ონლაინ სათამაშო პლატფორმის მომხმარებელთა დღიური რაოდენობა 85%-ით გაიზარდა. ხოლო პლატფორმაზე გატარებული საათების რაოდენობამ 124%-იანი ზრდა განიცადა. ამასთან, კომპანიის შემოსავლებმა 2020 წელს $924 მილიონს მიაღწია.