მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფო ვალი 311 მლნ ლარით გაიზარდა და 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს 31.9 მილიარდი ლარის სახელმწიფო ვალი აქვს. ზრდა ძირითადად საგარეო ვალის აღებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. თებერვალში საგარეო სახელმწიფო ვალი 35.5 მლნ დოლარით გაიზარდა და 7.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 26 მილიარდი ლარია. საშინაო სახელმწიფო ვალი 14 მლნ დოლარით გაიზარდა.
ბოლო 1 წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 11.7 მილიარდი ლარით გაიზარდა, საიდანაც 10.2 მილიარდი საგარეო ვალზე მოდის.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 73% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 6.8 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. 5.7 მილიარდი ლარის დავალიანება აქვს აზიის განვითარების ბანკის მიმართ. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 2.4 მილიარდი ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 1.9 მილიარდი ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 65%-ია.
გრაფიკი: საქართველოს სახელმწიფო ვალი