პანდემიის მიუხედავად, გასული წელი ზოგადად მილიარდერებისთვის და უფრო კონკრეტულად, სპორტული გუნდების მფლობელებისთვის მომგებიანი იყო. „ფორბსის“ მიხედვით, 2020 წელს სპორტული გუნდების უმდიდრესი ტოპ-20 მფლობელისათვის ქონების ჯამური ღირებულება $266 მლრდ-დან $427 მლრდ-მდე გაიზარდა. პანდემიის გამო დაცარიელებულ სტადიონებსა და არენებს ბოლო 12 თვის განმავლობაში მათი ქონების ღირებულების 60%-იანი ზრდისთვის ხელი არ შეუშლია.
გთავაზობთ მსოფლიოს სპორტული გუნდების უმდიდრეს მფლობელთა ოცეულს:
მუკეშ ამბანი
- კრიკეტის გუნდი: MUMBAI INDIANS
ქონების ჯამური ღირებულება: $84.5 მლრდ (წლიური ცვლილება: +130%)
სტივ ბალმერი
- საკალათბურთო გუნდი: LOS ANGELES CLIPPERS
ქონების ჯამური ღირებულება: $68.7 მლრდ (+30%)
დენიელ გილბერტი
- საკალათბურთო გუნდი: CLEVELAND CAVALIERS
ქონების ჯამური ღირებულება: $51.9 მლრდ (+699%)
ფრანსუა პინო&ოჯახი
- საფეხბურთო კლუბი: STADE RENNAIS FC
ქონების ჯამური ღირებულება: $42.3 მლრდ (+57%)
დიტრიხ მატეშიცი
- საფეხბურთო კლუბი: NEW YORK RED BULLS; და RED BULL RACING
ქონების ჯამური ღირებულება: $26.9 მლრდ (+63%)
რობერტ პერა
- საკალათბურთო გუნდი: MEMPHIS GRIZZLIES
ქონების ჯამური ღირებულება: $18.3 მლრდ (+161%)
სტივ კოენი
- ბეისბოლის გუნდი: NEW YORK METS
ქონების ჯამური ღირებულება: $16 მლრდ (+15%)
რომან აბრამოვიჩი
- საფეხბურთო კლუბი: CHELSEA FC
ქონების ჯამური ღირებულება: $14.5 მლრდ (+28%)
დეივიდ ტეპერი
- ამერიკული ფეხბურთის გუნდი: CAROLINA PANTHERS
ქონების ჯამური ღირებულება: $14.5 მლრდ (+21%)
ჯოზეფ საი
- საკალათბურთო გუნდი: BROOKLYN NETS
ქონების ჯამური ღირებულება: $11.6 მლრდ (+16%)
ფილიპ ანშუცი
- ჰოკეის გუნდი: LOS ANGELES KINGS
- საფეხბურთო კლუბი: LA GALAXY
ქონების ჯამური ღირებულება: $10.1 მლრდ (-8%)
ჯერი ჯონსი
- ამერიკული ფეხბურთი გუნდი: DALLAS COWBOYS
ქონების ჯამური ღირებულება: $8.9 მლრდ (+11%)
ჰასო პლატნერი
- ჰოკეის გუნდი: SAN JOSE SHARKS
ქონების ჯამური ღირებულება: $8.3 მლრდ (-33%)
სტენლი კრონკე
- საფეხბურთო კლუბი: ARSENAL, COLORADO RAPIDS
- ჰოკეის გუნდი: COLORADO AVALANCHE
- საკალათბურთო გუნდი: DENVER NUGGETS
- ამერიკული ფეხბურთის გუნდი: LOS ANGELES RAMS
ქონების ჯამური ღირებულება: $8.2 მლრდ (-18%)
შაჰიდ ხანი
- ამერიკული ფეხბურთის გუნდი: JACKSONVILLE JAGUARS
ქონების ჯამური ღირებულება: $8 მლრდ (+3%)
როკო კომისო
- საფეხბურთო კლუბი: ACF FIORENTINA
ქონების ჯამური ღირებულება: $7.2 მლრდ (+60%)
სტეფან როსი
- ამერიკული ფეხბურთის გუნდი: MIAMI DOLPHINS
ქონების ჯამური ღირებულება: $7 მლრდ (-8%)
რობერტ კრაფტი
- საფეხბურთო კლუბი: NEW ENGLAND REVOLUTION
- ამერიკული ფეხბურთის გუნდი: NEW ENGLAND PATRIOT
ქონების ჯამური ღირებულება: $6.9 მლრდ (+0%)
დიმიტრი რიბოლოვლევი
- საფეხბურთო კლუბი: FC MONACO
ქონების ჯამური ღირებულება: $6.7 მლრდ (+2%)
მიკი არისონი
- საკალათბურთო გუნდი: MIAMI HEAT
ქონების ჯამური ღირებულება: $6.7 მლრდ (+31%)