თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თებერვალში $2.61 მილიარდამდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, დეფიციტი იანვარში $1.8 მილიარდი იყო. ბოლო 12-თვიანმა დეფიციტმა ჯამში დაახლოებით $37.8 მილიარდი შეადგინა. 2020-ში კი დეფიციტი $36.72 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მეტწილად სავაჭრო დეფიციტის მკვეთრმა ზრდამ და ტურიზმიდან შემოსავლების კლებამ გამოიწვია.
ტურიზმის შემოსავლებისა და ექსპორტის ზრდის შედეგად კი 2021 წლის მანძილზე თურქეთში ჯამში დეფიციტის შემცირებას ელოდებიან.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ათი ეკონომისტის პროგნოზი 2021 წლის დეფიციტთან დაკავშირებით საშუალოდ $24.5 მილიარდია.