„აფლელუ პარიზის“  მსოფლიო ქსელი საქართველოში შემოვიდა

„აფლელუ პარიზის“  მსოფლიო ქსელი საქართველოში შემოვიდა

„აფლელუ პარიზის“ ოპტიკის ქსელმა 23 აგვისტოს „სითი მოლში“ პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა. ფრანგული ოპტიკის ქსელი საქართველოში ფარმაცევტულ კომპანია „გეფას“ შემოჰყავს. ფრანშიზით გათვალისწინებული პირობებით კი „აფლელუ პარიზს“ ქართველი მომხმარებლისთვის ექნება Tchin Tchin შეთავაზება, რომელიც იმ 19 ქვეყანაში  მოქმედებს, სადაც ბრენდი ოპერირებს. უფრო კონკრეტულად, ნებისმიერი ბრენდის სათვალისა და ჩარჩოს შეძენისას მომხმარებელი „აფლელუს“ კოლექციიდან მეორე  სათვალეს 1 ლარად მიიღებს. ასევე, მაღაზიაში შესაძლებელი იქნება კონტაქტური ლინზების შეძენა, სათვალის დამზადება და ოფთალმოლოგის მომსახურების მიღება.

„აფლელუ პარიზის“ მაღაზია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება „აფლელუ“-ს და სხვა საერთაშორისო ბრენდების ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქტი, მალე მოიპოვებს პოპულარობას ქართულ ბაზარზე. უნიკალური და მიმზიდველი Tchin-Tchin შეთავაზება კი გაზრდის ამ ბრენდზე მოთხოვნას, რაც უზრუნველყოფს „აფლელუ პარიზის“ ქსელის განვითარებას“, – აღნიშნეს „გეფა“-ში.

„აფლელუ პარიზის“  ოფიციალურ მაღაზიაში კონკრეტულად „აფლელუს“ ბრენდის პროდუქციის გარდა წარმოდგენილია Tom Ford-ის, Gucci-ს, Montblanc-ის, Mykita-ს, Ray-ban-ის, Persol-ის, Komono-სა და ექსკლუზიურად  Moscot-ის სათვალეები, ლინზები და აქსესუარები.

„აფლელუ პარიზი“ ალან აფლელუმ დააარსა, რომელმაც 23 წლის ასაკში მიიღო ოტპომეტრისტისა და აუდიომეტრისტის ორმაგი ხარისხი. მან  ოპტიკის პირველი მაღაზია ბორდოში გახსნა, 1978 წლისთვის კი პატარა მაღაზიიდან მთელი ინდუსტრია შექმნა. მიზეზი კი სარეკლამო კამპანია იყო – ნებისმიერი ბრენდის სათვალე ნახევარ ფასად. 7 წელიწადში „აფლელუმ“ საფრანგეთში მაღაზიების რაოდენობა 100-მდე გაზარდა. დღეს კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 1,418 მაღაზიითაა წარმოდგენილი, 2014 წლიდან ბრენდის ამბასადორი კი მსახიობი შერონ სტოუნი გახდა. კომპანია ოპტიკურ პროდუქციას ქმნის ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის (კოლექცია MAGIC), მათ შორის ჩვილი ბავშვებისთვისაც (კოლექცია Reform).