გასულ წელს უკრაინის უდიდესმა კერძო კომპანიებმა 187 მლრდ აშშ დოლარი გამოიმუშავეს

გასულ წელს უკრაინის უდიდესმა კერძო კომპანიებმა 187 მლრდ აშშ დოლარი გამოიმუშავეს

ანალიტიკური პლატფორმა YouControl-ის ინფორმაციით, უკრაინის 1000-მა უმსხვილესმა კერძო ბიზნესმა გასულ წელს ჯამურად 187 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, თითქმის, 3%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებზე. 2019 წელს უკრაინის უმსხვილესმა ბიზნესკომპანიებმა 191 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავეს.

1000 უმსხვილეს კომპანიას შორის დიდი საცალო მოვაჭრეები (ATB, Silpo და Epicenter), სოფლის მეურნეობის ფირმები (Kernel და MHP), თამბაქოს დისტრიბუტორი კომპანიები (Tedis და Philip Morris), და ენერგო კომპანია D.Trading შედის.

YouControl-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოგება გაზის, ნავთობის, ენერგო და მეტალურგიულ სექტორში მოქმედმა კომპანიებმა მიიღეს. ამ პროფილის კომპანიებმა ჯამში 77 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავეს, რაც 1000 უმსხილესი კომპანიის შემოსავლების 44%-ს უდრის.

კვლევის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად მომგებიანი კომპანიები სპორტის, გასართობ, ტურისტულ, ინჟინერიისა და არქიტექტურულ სექტორში საქმიანობენ.

საინტერესოა ისიც, რომ 2020 წელს, კარანტინის დროს, უკრაინის 118-მა ნავთობისა და გაზის კერძო კომპანიამ 29 მილიარდი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლეს, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლები იყო. ამას კი უკრაინელი ეკონომისტი, ოლექსეი კუშჩი საერთო გლობალური ტრენდით ხსნის, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნა გაზსა და ნავთობზე პანდემიის დროს მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.

ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის ამგვარი ზრდა შესაძლოა გადაჭარბებული იყოს. მისი აზრით, ეს გამოწვეული იყო ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის აღმავალი ტენდენციით.