საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების განახლებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს საბანკო სექტორში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს.
15-დან 14 ბანკი საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობითაა წარმოდგენილი. 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან, ივნისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი კაპიტალი 1.05 მილიარდი ლარით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი 1.87%-ით მეტია წინა თვის მონაცემთან შედარებით.
საერთო ჯამში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანმა კაპიტალმა 1-ლი აგვისტოს მოცემულობით 57.03 მილიარდი ლარი შეადგინა. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული მონაცემები დათვლილია გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, რომელიც 2.9%-ითაა გაზრდილი.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.05 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს რიცხვი კი კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.35%-ია.