Facebook-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირში 10,000 ახალი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს. Facebook–ის ინფორმაციით, „მეტავერსის“ ვირტუალური სივრცეები ხელს შეუწყობს ახალ შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას.
„მეტავერსის“ განვითარებისთვის სექტემბერში Facebook–მა უკვე გამოყო $50 მილიონი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც კომპანია ახალი კონცეფციის ფარგლებში დგამს.
Facebook–მა რამდენიმე თვის წინ დაიწყო ვირტუალური რეალობის დისტანციური მუშაობის ახალი პროგრამების გამოცდა. Oculus Quest 2 ყურსასმენის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ვირტუალური შეხვედრების გამართვა.
ივლისში Facebook–მა განაცხადა, რომ „მეტავერსზე“ სამუშაოდ, რომელიც Facebook Reality Labs–ის გაფართოებული რეალობისა და ვირტუალური რეალობის ჯგუფის ნაწილი იქნება, კომპანია პროდუქტების ჯგუფს ქმნიდა.
„ეს ინვესტიცია (ახალ სამუშაოებში) ევროპული ტექნოლოგიური ინდუსტრიის სიძლიერისა და ევროპული ტექნოლოგიური ნიჭის პოტენციალის მიმართ ნდობის გამოცხადების მანიშნებელია“, – აღნიშნეს Facebook–ში. – „ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია Facebook–სთვის“.
კრიტიკოსთა განცხადებით, Facebook–ი ამ ნაბიჯით ბოლო დროს მომხდარი შეფერხებების გამო შერყეული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს.