დადასტურებულია EBIT GROUP-ისა და GRANT THORNTON-ის მიერ.
Forbes-ის საცალო ვაჭრობის სფეროს რეიტინგში შედიან სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის რეალიზებით დაკავებული (FMCG) კომპანიები, ასევე გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლითა და აქსესუარებით, ფარმაცევტული ნაწარმით, სარემონტო მასალებით, ავტომობილებითა და მათი ნაწილებით მოვაჭრე კომპანიები. რეიტინგში ფარმაცევტული პროდუქციით მოვაჭრე კომპანიები ლიდერობენ. სიაში შესული ყველა კომპანიის მთლიანი შემოსავალი 4.3 მილიარდ ლარს, წმინდა მოგება 117 მილიონ ლარს, აქტივების ღირებულება კი 2 მილიარდ ლარს აჭარბებს.
მეთოდოლოგია: კომპანიების რეიტინგი ეყრდნობა სამ ძირითად ფინანსურ მაჩვენებელს: მთლიან აქტივებს, შემოსავლებსა და წმინდა მოგებას, მათი რანჟირება კი შემოსავლის ოდენობის მიხედვით არის გაკეთებული. კომპანიების შეფასებისთვის გამოყენებულია Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული 2018 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებები. წარმოდგენილი რეიტინგი ეფუძნება კომპანიების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდ – reportal.ge-ისთვის მიწოდებულ 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს. მონაცემები აღებულია იმგვარად, როგორც წარდგენილია კომპანიის მიერ მის ანგარიშგებაში, მიუხედავად იმისა, როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და დაეთანხმნენ თუ არა აუდიტორები წარდგენილ მონაცემებს.
მასალის გამოყენების პირობები: ეს რეიტინგები არის სრულად საექსპერტო და ჟურნალისტური შეფასება და არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ოფიციალური ინფორმაციის სახით. მოცემული რეიტინგების გამოყენება სხვა მედიასაშუალებების მიერ დასაშვებია „რერაიტის” პირობებით და ორი ლინკით: Forbes.ge და თვითონ რეიტინგის ლინკი. წყაროს მითითების გარეშე Copy-Paste – აკრძალულია.