უკრაინულმა ბანკებმა ბოლო ათწლეულის რეკორდული მოგება ნახეს

უკრაინულმა ბანკებმა ბოლო ათწლეულის რეკორდული მოგება ნახეს

უკრაინის ეროვნული ბანკის (NBU) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში უკრაინის ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბოლო ათწლეულის რეკორდულ ნიშნულს, $2 მილიარდს მიაღწია. NBU-ის განცხადებით, მიმდინარე წელს უკრაინული ბანკების მიერ მიღებული საერთო მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს $525 მილიონით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 71 ბანკიდან მხოლოდ შვიდი ბანკი გავიდა წაგებაზე.

პანდემიის პერიოდში უკრაინული ბანკების მოგების ზრდის მიზეზად ეკონომისტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მათ შორისაა 2021 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა, მომხმარებელთა მოთხოვნის სწრაფი მატება, ონლაინ და ბარათებით გადახდის პოპულარობა. უკრაინულმა ბანკებმა ასევე განახორციელეს ინვესტიციები ონლაინსერვისების განსავითარებლად, რაც, ექსპერტების აზრით, მათ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარა.

კიდევ ერთი მიზეზი, უკრაინის ეროვნული ბანკის ცნობით, სახელმწიფო ფულადი რეზერვებისთვის ფულის გამოყოფის შემცირებაა, რაც ქვეყანაში ფულის მიწოდებასა და ეროვნული ვალუტის ღირებულებას არეგულირებს. სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინის ფულადი რეზერვების $28-მილიარდიანი აქტივიდან, 90%-ს უცხოური ვალუტა იკავებდა.

ექსპერტების განცხადებით, პანდემიის პერიოდში უკრაინის საბანკო სექტორის სტაბილურობამ, 2014-2016 წლებში საბანკო სექტორის დასუფთავების შედეგიანობა აჩვენა. უკრაინული ბანკების თითქმის ორი მესამედის დახურვის შემდგომ, რომელთაგანაც ბევრი უკანონო სქემებისთვის გამოიყენებოდა, მთავრობამ მკაცრი ფინანსური მონიტორინგის მოთხოვნები შემოიღო, რამაც ხელი შეუწყო პანდემიისას სექტორის სტაბილიზაციას.

 

ფოტო:Volodymyr Petrov