მას შემდეგ, რაც საქართველოს უმსხვილესი კომპანიების უმეტესობამ საჯაროდ გამოაქვეყნა საკუთარი ფინანსური შედეგების ამსახველი აუდიტორული ანგარიშგებები, შესაძლებელი გახდა სექტორების მიხედვით ლიდერი კომპანიების რეიტინგების გამოკვეთა. Forbes Georgia-მ საკონსულტაციო კომპანია Ebit Group-თან ერთად მოამზადა საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი.
რეიტინგში შედიან საქართველოში მოღვაწე კერძო კომპანიები, რომლებიც მრეწველობის სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ. ესენია ენერგეტიკის, მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობის, სამთო-მოპოვებით, სასმელების წარმოებასა და სხვა სექტორებში ჩართული კომპანიები.
რეიტინგი 2017 წლის ინდივიდუალურ აუდიტორულ ანგარიშებზე დაყრდნობით არის შედგენილი, მისი მთავარი კრიტერიუმია კომპანიის მთლიანი შემოსავლის მაჩვენებელი, დამხმარე კრიტერიუმებს კი წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს.
საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები:
რეიტინგი საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებებისგან შედგება. მასში რიცხვები არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც ის ამ კომპანიების მოგება-ზარალისა და ბალანსის უწყისშია ასახული.
ცალკეულ მწარმოებლებს (სამთო მოპოვების, მრეწველობისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს) არა აქვთ საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგება, რის გამოც ისინი აღნიშნულ რეიტინგში ვერ ხვდებიან.